რუსთავის ავტო ბაზრობა 848 276 ლარით დააჯარიმეს - მიზეზი

რუსთავის ავტო ბაზრობა 848 276 ლარით დააჯარიმეს - მიზეზი

6 საათის წინ
კატეგორიები: სამართალი
პოსტი ნახა: 174

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ (GCCA) ავტოიმპორტიორების ერთობლივი საჩივრის საფუძველზე დაწყებული საქმის მოკვლევა დაასრულა და შპს ,,რუსთავის ავტო ბაზრობას“ და შპს „მიკადო ჯორჯიას“ დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენების ფაქტი დაუდგინა - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო ავრცელებს.

„საკითხის შესწავლის ფარგლებში, GCCA-ის მიერ დადგინდა, რომ 2023 წელს, რუსთავის ავტო ბაზრობის ტერიტორიაზე, ავტოსადგომებით სარგებლობის სანაცვლოდ, მოპასუხე ეკონომიკური აგენტები არასამართლიანად მაღალი ფასებით ოპერირებდნენ. ფასის გაზრდა განხორციელდა ორჯერ და მეტად, რამაც - 1 საპარკინგე ადგილის დღიურ ტარიფსა და „ხარჯი პლუს მარჟას“ შორის სხვაობა ჭარბად დააფიქსირა. საბოლოოდ, აღნიშნული ქმედება სააგენტოს მიერ შეფასდა, როგორც დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენება, რაც არასამართლიანად მაღალი ფასის დაწესებაში გამოიხატა.

სააგენტოს გადაწყვეტილებით, ორივე მოპასუხე ეკონომიკურ აგენტს (მოკვლევის შედეგად, ორივე კომპანია განისაზღვრა ერთიან ეკონომიკურ სუბიექტად) სანქციის სახით ჯამურად - 848 276 ლარის ოდენობით ჯარიმა დაეკისრათ. ასევე, მოკვლევის ფარგლებში, ორივე მოპასუხე კომპანია, სააგენტოსთვის ინფორმაციის არასრულყოფილად მიწოდების გამო, 3-3 ჯერ დაჯარიმდა - ჯამში 26 000 ლარით, ხოლო საბოლოოდ ინფორმაციის მიღება სასამართლოს შუამდგომლობით განხორციელდა.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე