რუსეთმა და ჩინეთმა პირობა დადეს, რომ ყველა ღონეს იხმარენ სანქციების წინააღმდეგ ბრძოლაში ურთიერთდახმარების უზრუნველსაყოფად, - ამის შესახებ აღნიშნულია რუსეთისა და ჩინეთის პრემიერ-მინისტრების, მიხაილ მიშუსტინისა და ლი ციანის 30-ე რეგულარული შეხვედრის შემდეგ გამოქვეყნებულ კომუნიკეში.
დოკუმენტის თანახმად, რუსეთი და ჩინეთი: აპირებენ თანამშრომლობის გაძლიერებას BRICS-სა და „შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის“ ფარგლებში, შეთანხმდნენ, რომ გააგრძელებენ თანამშრომლობას საერთაშორისო ორგანიზაციებში, რათა წინააღმდეგობა გაუწიონ მათი საქმიანობის პოლიტიზაციას.
ამასთან, მხარეები შეთანხმდნენ, რომ ერთმანეთს მტკიცე ურთიერთდახმარებას გაუწევენ იმ საკითხებთან დაკავშირებით, რაც მათ ძირითად ინტერესებს ეხება.
დოკუმენტის თანახმად, მხარეებმა გამოხატეს მზადყოფნა, ერთობლივად ებრძოლონ „მეორე მსოფლიო ომის შედეგების გადახედვასა და მისი ისტორიის გაყალბებას“.
კომუნიკეში ასევე აღნიშნულია, რომ მხარეები გააგრძელებენ თანამშრომლობის გაძლიერებას ყველა სფეროში და გარე გამოწვევებს შესაბამისად უპასუხებენ.