მიხეილ სარჯველაძე - ხვალიდან ე.წ. ჩანაცვლებითი თერაპიის განხორციელებაზე პასუხისმგებლობას იღებს სახელმწიფო, კერძო ცენტრები ფუნქციონირებას წყვეტენ

მიხეილ სარჯველაძე - ხვალიდან ე.წ. ჩანაცვლებითი თერაპიის განხორციელებაზე პასუხისმგებლობას იღებს სახელმწიფო, კერძო ცენტრები ფუნქციონირებას წყვეტენ

1 საათის წინ
კატეგორიები: საზოგადოება
პოსტი ნახა: 109

15 აგვისტოდან ოპიოიდური დამოკიდებულების ჩანაცვლებითი მკურნალობის პროგრამა სრულად სახელმწიფოს მართვაში გადადის - უქმდება ჩანაცვლებითი თერაპიის კერძო ცენტრები და სერვისს, ყველა ბენეფიციარს, სახელმწიფო მიაწვდის.

როგორც ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, ჩანაცვლებითი თერაპიის კერძო მიმწოდებელი ბენეფიციარებიდან, საკმაოდ დიდმა ნაწილმა - უმრავლესობამ მიმართა სახელმწიფო სერვისს და პრაქტიკულად ყველა მათგანი ხვალიდან მომსახურების მიღებას მათ მიერვე არჩეულ სახელმწიფო ცენტრებში შეძლებს.

“ხვალიდან, ე.წ ჩანაცვლებითი თერაპიის განხორციელებაზე პასუხისმგებლობას იღებს სახელმწიფო. ჩანაცვლებითი თერაპიის ამ დრომდე მოქმედი კერძო ცენტრები ფუნქციონირებას წყვეტენ. ჩანაცვლებითი თერაპიის კერძო მიმწოდებელი ბენეფიციარებიდან, საკმაოდ დიდმა ნაწილმა უმრავლესობამ მომართა სახელმწიფო სერვისს და პრაქტიკულად ყველა მათგანი ხვალიდან შეძლებს მომსახურების მიღებას მათ მიერვე არჩეულ სახელმწიფო ცენტრებში. ამას შეძლებენ უფასოდ. ასეთ პირთა რიცხვი გახლავთ 1512. დაახლოებით, 100-მდე ადამიანის შემთხვევაში ვერ დაერთოთ ნება, მომსახურების გაგრძელებაზე სხვადასხვა მიზეზთა გამო. არიან ადამიანები, რომლებიც არიან არა რეგულარულად, არამედ ინციდენტურად ნარკოტიკების მომხმარებლები, ჩანაცვლებითი თერაპიით სარგებლობის საფუძველი ამ შემთხვევაში არ არსებობს. მათ შეეძლებათ, ცალკე დამოუკიდებლად მიმართონ სახელმწიფო ცენტრებს, გაიარონ შესაბამისი შემოწმება და ამის საფუძველზე იქნება ინდივიდუალურად გადაწყვეტილება. არის სამწუხაროდ, შემთხვევა, როდესაც ერთი და იგივე პირი რეგისტრირებულია სულ მცირე ორი კერძო მომწოდებლის ბენეფიციარად.

მინდა ვთხოვო ბენეფიციარებს, მიაქციონ ყურადღება ცენტრში მისვლის დროს და დაიცვან შესაბამისი ინსტრუქციები, იქონიონ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა

თუ ვინმეს ჰქონდა სახელმწიფოსთვის მომართვის ობიექტური დამაბრკოლებელი გარემოებები, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, მომდევნო 1 კვირა, 22 აგვისტოს ჩათვლით მომართვის შემთხვევაში, გამარტივებული პროცედურების გავლის შედეგად, ისინი ჩაირიცხებიან სახელმწიფო პროგრამაში. ამ მიზნით ცვლილებები იქნება შეტანილი ნორმატიულ აქტში”,- აღნიშნა მინისტრმა.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე