ტყვეთა გაცვლის ფარგლებში რუსეთმა უკრაინას 33 სამხედრო მოსამსახურე და 51 სამოქალაქო პირი გადასცა

ტყვეთა გაცვლის ფარგლებში რუსეთმა უკრაინას 33 სამხედრო მოსამსახურე და 51 სამოქალაქო პირი გადასცა

2 საათის წინ
კატეგორიები: მსოფლიო
პოსტი ნახა: 131

ტყვეთა გაცვლის ფარგლებში რუსეთმა უკრაინას 33 სამხედრო მოსამსახურე და 51 სამოქალაქო პირი გადასცა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მხარე ავრცელებს.

როგორც ტყვეთა გაცვლის საკითხზე მომუშავე საკოორდინაციო შტაბის ინფორმაციაშია აღნიშნული, სამშობლოში დაბრუნებულთა შორის არიან ის პირებიც, რომლებიც რუსეთის დროებითი ოკუპირებულ უკრაინულ ტერიტორიებზე დააკავეს მაშინ, როდესაც რუსეთს ჯერ კიდევ არ ჰქონდა დაწყებული სრულმასშტაბიანი ომი უკრაინის წინააღმდეგ.

უკრაინული მხარის ცნობით, უკრაინის ამ მოქალაქეებს რუსეთში ხანგრძლივი ვადით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდათ მისჯილი. უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, სამშობლოში დაბრუნებულებიდან უმეტესობას სამედიცინო დახმარება ესჭიროება.

მანამდე რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთმა დაიბრუნა 84 სამხედრო მოსამსახურე უკრაინის ტერიტორიიდან და გადასცა უკრაინას 84 ტყვე ჯარისკაცი.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე