მიწისქვეშ რაღაც „ვიბრირებს“: მეცნიერები ამბობენ, რომ შესაძლოა ერთ-ერთი კონტინენტი დაიშალოს

მიწისქვეშ რაღაც „ვიბრირებს“: მეცნიერები ამბობენ, რომ შესაძლოა ერთ-ერთი კონტინენტი დაიშალოს

5 საათის წინ
კატეგორიები: სხვა ამბები
პოსტი ნახა: 257

ახალი გეოლოგიური მონაცემებით, ეთიოპიის ქვეშ არსებული ცხელი მანტიიდან წამოსულმა რიტმულმა იმპულსებმა შესაძლოა მილიონობით წელიწადში აფრიკა დაშალოს.


ეთიოპიის რეგიონის ქვეშ, სადაც სამი ტექტონიკური რიფტის ზონა ხვდება ერთმანეთს, ცხელი მანტია რიტმულად მაღლა იწევს. ამ ღრმა პულსებმა შესაძლოა ერთ დღეს აფრიკის კონტინენტი დაშალოს და ახალი ოკეანე შექმნას.

ამის შესახებ ჟურნალ Nature Geoscience-ში გამოქვეყნებულ ახალ კვლევაშია ნათქვამი, იუწყება The Independent. კვლევის ხელმძღვანელის, გეოლოგ ემა უოტსონის თქმით, ნაწილობრივ გამდნარი მანტიის ნაკადები გულის მსგავსად პულსირდება და უნიკალური ქიმიური მახასიათებლები აქვს. ეს პულსები ურთიერთქმედებს ტექტონიკურ ფილებთან, უბიძგებს მათ და ხელს უწყობს დედამიწის ქერქის გახლეჩვას.


კვლევა პირველად აღწერს აფრიკის მანტიის ქვეშ ასიმეტრიულ შლეიფს, რომელიც მაღლა ამოდის. ეს შლეიფი პირდაპირ კავშირშია ფილების მოძრაობასთან და უდიდესი მნიშვნელობა აქვს ვულკანიზმზე, სეისმური აქტივობაზე და მომავალი კონტინენტების დაშლაზე.

„ჩვენ ვაჩვენეთ, რომ მანტიის ღრმა ამოსვლას შეუძლია ვულკანური აქტივობის ფოკუსირება იქ, სადაც ქერქი ყველაზე თხელია“- თქვა კვლევის თანაავტორმა დერეკ კირმა.


ამ პროცესს მილიონობით წელი დასჭირდება, მაგრამ აღმოჩენა ნათელს ჰფენს პლანეტის ფორმირების ფუნდამენტურ მექანიზმებს. აფრიკა სუპერკონტინენტ პანგეას მსგავსად, თანდათან იცვლის ფორმას.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე