“მოერიდეთ გარე აქტივობებს და ნუ გააღებთ ფანჯრებს”

“მოერიდეთ გარე აქტივობებს და ნუ გააღებთ ფანჯრებს”

29-11-2025 14:14
კატეგორიები: საზოგადოება
პოსტი ნახა: 705

თბილისში, რუსთავში, მცხეთაში, მარნეულში, ყვარელში, თელავში, ბათუმში, ქუთაისში, კასპში, ხაშურში, ჭიათურაში, ფოთში და ახალციხეში ახლა ძალიან ცუდი ჰაერია❗️

მოერიდეთ გარე აქტივობებს და ნუ გააღებთ ფანჯრებს ❗️

რისკ ჯგუფები არიან : ხანდაზმულები, ორსულები, ბავშვები, გულის და ფილტვის ავადობის მქონე ადამიანები !

6 ნოემბრიდან დღემდე თუ გრძნობთ, სისუსტეს, გულის აჩქარებას, თავბრუს ხვევას, თვალების აცრემლიანებას და გაღიზიანებას!
ეს ყველაფერი შეიძლება დაკავშირებული იყოს დაბინძურებულ ჰაერთან !
რა უნდა გავაკეთოთ როდესაც ჰაერი დაბინძურებულია?
🪟 სახლში დავხუროთ ფანჯრები
🚗 ავტომობილში დავხუროთ შუშები
🚶რისკ ჯგუფები მოერიდეთ გარე აქტივობას
😷 თუ მაინც გიწევთ გარეთ გასვლა გამოიყენეთ სპეციალური პირბადე ( არა სამედიცინო )
🪷 ოთახში დარგეთ ყვავილები
და გვახსოვდეს ჰაერი აუცილებლად გასუფთავდება ახლა დამოკიდებული ვართ ამინდზე 🤝

ჰაერის ხარისხის მონაცემები 17 ქალაქში შეგიძლიათ ნახოთ ჩვენს ვებ გვერდზე, _ ინფორმაციას სამოქალაქო მოძრაობა “ჩემი ქალაქი მკლავს” ავრცელებს



მსგავსი სიახლეები

ტელეკომპანია „თრიალეთი“ ორჯერ შეეცადა გორის სამხედრო ჰოსპიტლის პოზიციის გარკვევას გოდერძი ხეჩიკაშვილის ბრალდებებთან დაკავშირებით, თუმცა უწყებამ ორივეჯერ დუმილი არჩია. ჟურნალისტები ჰოსპიტლის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს პირველად 13 ივლისს დაუკავშირდნენ, ხოლო მეორედ - 14 ივლისს, მას შემდეგ, რაც ოჯახმა ახალი განცხადება გააკეთა და დააზუსტა, რომ მკურნალი ექიმის ვინაობა თავდაპირველად ჰოსპიტლის თანამშრომლის მიერ მიწოდებული მცდარი ინფორმაციის გამო შეეშალათ. მიუხედავად „თრიალეთის“ განმეორებითი მცდელობისა, გადაემოწმებინა ინფორმაცია შესაძლო გულგრილობისა და დაწყებული მოკვლევის შესახებ, სამხედრო ჰოსპიტალში კომენტარი არც ამჯერად გააკეთეს

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე