მომსახურების სააგენტოს სტრუქტურული ერთეულები 18-დან 21 აპრილის ჩათვლით არ იმუშავებს

მომსახურების სააგენტოს სტრუქტურული ერთეულები 18-დან 21 აპრილის ჩათვლით არ იმუშავებს

18-04-2025 14:27
კატეგორიები: საზოგადოება
პოსტი ნახა: 977

18-დან 21 აპრილის ჩათვლით გამოცხადებულ უქმე დღეებში მომსახურების სააგენტოს სტრუქტურული ერთეულები არ იმუშავებს. განცხადებას ამის შესახებ შს სამინისტროს მომსახურების სააგენტო ავრცელებს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო გაცნობებთ, რომ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, 18-დან 21 აპრილის ჩათვლით გამოცხადებულ უქმე დღეებში სააგენტოს სტრუქტურული ერთეულები არ იმუშავებს.

იმ პირებს, რომლებსაც მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდის პირველ ეტაპზე (მოედანი) გეგმური (უფასო) გასვლა 18, 19 და 21 აპრილს უწევთ, აღნიშნული დღეები დაემატებათ პირველი ეტაპის ჩასაბარებლად განკუთვნილ 30 კალენდარულ დღეს;

ის პირები, რომლებსაც მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდის პირველ ეტაპისთვის (მოედანი) განკუთვნილი 30 კალენდარული დღე ეწურებათ აღნიშნულ პერიოდში, გამოცდაზე გასვლის უფლებით ისარგებლებენ 25 აპრილის ჩათვლით პერიოდში;

იმ პირებს, რომლებსაც სატრანსპორტო საშუალების განბაჟების ბოლო დღე უწევთ 18 აპრილიდან 21 აპრილის ჩათვლით პერიოდში, საჯარიმო სანქციები არ დაეკისრებათ და განბაჟების ბოლო ვადად განესაზღვრებათ 22 აპრილი;

იმ პირებს, რომლებსაც შენახული/დაჯავშნილი აქვთ სატრანსპორტო საშუალების სახელმწიფო სანომრე ნიშანი და აღნიშნულ პერიოდში ეწურებათ შენახვის/დაჯავშნის დრო, ვადა გაუხანგრძლივდებათ 22 აპრილის ჩათვლით“, – ნათქვამია მომსახურების სააგენტოს განცხადებაში.



მსგავსი სიახლეები

ტელეკომპანია „თრიალეთი“ ორჯერ შეეცადა გორის სამხედრო ჰოსპიტლის პოზიციის გარკვევას გოდერძი ხეჩიკაშვილის ბრალდებებთან დაკავშირებით, თუმცა უწყებამ ორივეჯერ დუმილი არჩია. ჟურნალისტები ჰოსპიტლის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს პირველად 13 ივლისს დაუკავშირდნენ, ხოლო მეორედ - 14 ივლისს, მას შემდეგ, რაც ოჯახმა ახალი განცხადება გააკეთა და დააზუსტა, რომ მკურნალი ექიმის ვინაობა თავდაპირველად ჰოსპიტლის თანამშრომლის მიერ მიწოდებული მცდარი ინფორმაციის გამო შეეშალათ. მიუხედავად „თრიალეთის“ განმეორებითი მცდელობისა, გადაემოწმებინა ინფორმაცია შესაძლო გულგრილობისა და დაწყებული მოკვლევის შესახებ, სამხედრო ჰოსპიტალში კომენტარი არც ამჯერად გააკეთეს

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე