ვაკის პარკში შშმ პირებისთვის ლიფტი მოეწყო

ვაკის პარკში შშმ პირებისთვის ლიფტი მოეწყო

18-04-2025 14:32
კატეგორიები: საზოგადოება
პოსტი ნახა: 1130

ვაკის პარკში შშმ პირების უსაფრთხო გადაადგილებისთვის ადაპტირებული ლიფტი მოეწყო.

შპს „თბილსერვის ჯგუფის“ პროექტის ფარგლებში, ძველი, ამორტიზებული კონსტრუქციის დემონტაჟის შემდეგ ვერტიკალური დახურული პლატფორმა და პანორამული შახტით ჰიდრავლიკური ტიპის ლიფტი დამონტაჟდა. შესრულებული სამუშაოების ღირებულება 63 000 ლარს შეადგენს.

ახალი ლიფტი „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორმა, გიორგი პაპავამ დაათვალიერა.

„დავასრულეთ პროექტის პირველი ეტაპი და ვაკის პარკის მხარეს მოვაწყვეთ თანამედროვე სტანდარტების, უსაფრთხოების ნორმების შესაბამისი ადაპტირებული ლიფტი, რომელიც აღჭურვილია: სიჩქარის შემზღუდავი სისტემით, აუდიო და ვიზუალური გადატვირთვის სიგნალით, ავარიული გაჩერების ღილაკით, შიდა ვენტილაციისა და ალტერნატიული კვების სისტემით, რომლის მეშვეობითაც ელექტროენერგიის გათიშვის შემთხვევაში ლიფტი დაასრულებს დაწყებულ მოძრაობას, ასევე, ღილაკები ბრაილის შრიფტით. ზოგადად, ხშირია ვანდალიზმის ფაქტები და მოქალაქეებს მოვუწოდებთ, გავუფრთხილდეთ ახალ ინფრასტრუქტურას და ნუ დავაზიანებთ კონსტრუქციას, აღნიშნული ლიფტი განკუთვნილია შშმ პირებისთვის“, –  განაცხადა გიორგი პაპავამ.

მსგავსი ტიპის ლიფტის მოწყობა ასევე დაგეგმილია გზის მეორე მხარეს, თამარაშვილის გამზირის დასაწყისში მდებარე მიწისქვეშა გადასასვლელში. პროექტის მეორე ეტაპის დასრულების შემდეგ შშმ პირებს მარტივად და უსაფრთხოდ შეეძლებათ გადაადგილება მიწისქვეშა გადასასვლელშიც.

ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.



მსგავსი სიახლეები

ტელეკომპანია „თრიალეთი“ ორჯერ შეეცადა გორის სამხედრო ჰოსპიტლის პოზიციის გარკვევას გოდერძი ხეჩიკაშვილის ბრალდებებთან დაკავშირებით, თუმცა უწყებამ ორივეჯერ დუმილი არჩია. ჟურნალისტები ჰოსპიტლის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს პირველად 13 ივლისს დაუკავშირდნენ, ხოლო მეორედ - 14 ივლისს, მას შემდეგ, რაც ოჯახმა ახალი განცხადება გააკეთა და დააზუსტა, რომ მკურნალი ექიმის ვინაობა თავდაპირველად ჰოსპიტლის თანამშრომლის მიერ მიწოდებული მცდარი ინფორმაციის გამო შეეშალათ. მიუხედავად „თრიალეთის“ განმეორებითი მცდელობისა, გადაემოწმებინა ინფორმაცია შესაძლო გულგრილობისა და დაწყებული მოკვლევის შესახებ, სამხედრო ჰოსპიტალში კომენტარი არც ამჯერად გააკეთეს

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე