მტკვარში გადავარდნილი ავტომობილის მგზავრების საძიებო-სამაშველო ოპერაციასთან დაკავშირებით საგანგებო სიტუაციების სამსახური განცხადებას ავრცელებს

მტკვარში გადავარდნილი ავტომობილის მგზავრების საძიებო-სამაშველო ოპერაციასთან დაკავშირებით საგანგებო სიტუაციების სამსახური განცხადებას ავრცელებს

14-05-2025 23:55
პოსტი ნახა: 1340

"თბილისში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს, მდინარე მტკვარში გადავარდნილი ავტომობილის მგზავრების საძიებო-სამაშველო ოპერაცია უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. ძებნა-შველის ღონისძიების ფარგლებში, მეხანძრე-მაშველების მიერ, ყველა შესაბამისი სპეც-ტექნიკის ჩართულობით მიმდინარეობს მტკვრის და მისი მიმდებარე ტერიტორიის დათვალიერება.

ღონისძიებაში საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველებთან ერთად, ჩართულები არიან მყვინთავთა ჯგუფი, წყლის საშუალებები და შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა შესაბამისი დანაყოფი.
შემოსული შეტყობინების მიღებისთანავე, მეხანძრე-მაშველების მიერ დაიწყო ძებნა-შველის ღონისძიება, რის შედეგადაც შესაძლებელი გახდა წყლიდან ერთი ადამიანის უვნებლად ამოყვანა.
დამატებით, გვსურს მოსახლეობას ვაცნობოთ, რომ მდინარე მტკვარში მიმდინარე ძებნა-შველის ღონისძიებების ფარგლებში, ღამის საათებში დაგეგმილია ზაჰესის და ორთაჭალჰესის წყალჩამკეტებს შორის მტკვრის კალაპოტში წყლის დონის შემცირება ბუნებრივ ნიშნულამდე, რაც ღამის საათებში გამოიწვევს წყლის დონის ეტაპობრივ მატებას.
მოვუწოდებთ მოსახლეობას, გამოიჩინონ სიფრთხილე და თავი შეიკავონ ზაჰესიდან ორთაჭალჰესის ქვედა ბიეფში კალაპოტის მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილებისგან." - ვკითხულობთ განცხადებაში
 
წყარო: 



მსგავსი სიახლეები

ტელეკომპანია „თრიალეთი“ ორჯერ შეეცადა გორის სამხედრო ჰოსპიტლის პოზიციის გარკვევას გოდერძი ხეჩიკაშვილის ბრალდებებთან დაკავშირებით, თუმცა უწყებამ ორივეჯერ დუმილი არჩია. ჟურნალისტები ჰოსპიტლის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს პირველად 13 ივლისს დაუკავშირდნენ, ხოლო მეორედ - 14 ივლისს, მას შემდეგ, რაც ოჯახმა ახალი განცხადება გააკეთა და დააზუსტა, რომ მკურნალი ექიმის ვინაობა თავდაპირველად ჰოსპიტლის თანამშრომლის მიერ მიწოდებული მცდარი ინფორმაციის გამო შეეშალათ. მიუხედავად „თრიალეთის“ განმეორებითი მცდელობისა, გადაემოწმებინა ინფორმაცია შესაძლო გულგრილობისა და დაწყებული მოკვლევის შესახებ, სამხედრო ჰოსპიტალში კომენტარი არც ამჯერად გააკეთეს

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე