ცნობილია 2 ახალგაზრიდს ვინაობა, რომლებსაც მტკვარში ეძებენ

ცნობილია 2 ახალგაზრიდს ვინაობა, რომლებსაც მტკვარში ეძებენ

15-05-2025 00:11
პოსტი ნახა: 1659

ცნობილი ხდება ორი ახალგაზრდის ვინაობა, რომლებსაც მტკვარში მაშველები ამ დრომდე ეძებენ.

უტა ელიავა და გიორგი შამუგია იმ მანქანაში იყვნენ, რომელიც მდინარეში გადავარდა. უტა 24 წლის არის, გი­ორ­გი – 23-ის. რო­გორც ბი­ჭე­ბის ახ­ლობ­ლე­ბი გვიყ­ვე­ბი­ან, მომ­ხდა­რის დროს არც ერთი სა­ჭეს­თან არ იჯდა და ავ­ტო­მო­ბილს სხვა პირი მარ­თავ­და. ასე­ვე, მათი ცნო­ბით, მე­სა­მე ახალ­გაზ­რდა, რო­მელ­საც ეძე­ბენ, სა­ვა­რა­უ­დოდ სტუ­მა­რია, რო­მე­ლიც ბი­ჭებ­თან უცხო­ე­თი­დან იყო ჩა­მო­სუ­ლი.

უტას მეუღლე და ორი მცირეწლოვანი შვილი დარჩა. 

ცნობისთვის, თბილისში, წუხელ ღამით, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, ავარიის შედეგად მტკვარში მანქანა გადავარდა. ადგილზე ამ დრომდე სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს.

ავტომობილში სულ 4 ადამიანი იყო.

ერთ-ერთი თვითმხილველი ამბობს, მანქანის გადავარდნის დროს ორი გადმოხტა. ერთი დინებამ წაიღო. მეორემ გაცურვა მოასწრო, მისი ამოყვანა მაშველებმა მალევე შეძლეს. ხოლო ორი მანქანაშია. სამძებრო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება.

ოჯახის ახლობლის თქმით, მომხდარის შესახებ დეტალები დღეს გაიგეს და შესაბამის ზომებს მიმართავენ. მისი თქმით ახალგაზრდები სკოლის მეგობრები იყვნენ. 



მსგავსი სიახლეები

ტელეკომპანია „თრიალეთი“ ორჯერ შეეცადა გორის სამხედრო ჰოსპიტლის პოზიციის გარკვევას გოდერძი ხეჩიკაშვილის ბრალდებებთან დაკავშირებით, თუმცა უწყებამ ორივეჯერ დუმილი არჩია. ჟურნალისტები ჰოსპიტლის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს პირველად 13 ივლისს დაუკავშირდნენ, ხოლო მეორედ - 14 ივლისს, მას შემდეგ, რაც ოჯახმა ახალი განცხადება გააკეთა და დააზუსტა, რომ მკურნალი ექიმის ვინაობა თავდაპირველად ჰოსპიტლის თანამშრომლის მიერ მიწოდებული მცდარი ინფორმაციის გამო შეეშალათ. მიუხედავად „თრიალეთის“ განმეორებითი მცდელობისა, გადაემოწმებინა ინფორმაცია შესაძლო გულგრილობისა და დაწყებული მოკვლევის შესახებ, სამხედრო ჰოსპიტალში კომენტარი არც ამჯერად გააკეთეს

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე