ზუგდიდში ავტომობილი 3 არასრულწლოვანს დაეჯახა - ერთი მათგანის მდგომარეობა მძიმეა

ზუგდიდში ავტომობილი 3 არასრულწლოვანს დაეჯახა - ერთი მათგანის მდგომარეობა მძიმეა

3 საათის წინ
კატეგორიები: რეგიონი შემთხვევა
პოსტი ნახა: 229

ზუგდიდში კომბინატის დასახლებაში,  თამარ მეფის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.  მიკროავტობუსი 3 არასრულწლოვანს დაეჯახა. 14-15 წლის მოზარდები სხვადასხვა დაზიანებებით ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ერთი მათგანის მდგომარეობა მძიმეა. ის რეანიმაციულ განყოფილებაში ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა.

შსს-მ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს. ერთი ვარაუდით შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც ისინი გზაზე გადადიოდნენ, თუმცა არსებობს მეორე ვარაუდიც, რომ ავტომობილი მათ ტროტუარზე დაეჯახა. ამ დროისთვის შემთხვევის ადგილი გადაკეტილია, ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ ხოლო მძღოლი ექსპერტიზაზეა გადაყვანილი, ალკოჰოლურ და ნარკოტიკულ თრობაზე შესამოწმებლად.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე