ნათია თურნავა - „თბილისის ფინანსური სამიტის“ ფარგლებში 50-ზე მეტი ქვეყნის 1 000-მდე დელეგატს ვუმასპინძლებთ

ნათია თურნავა - „თბილისის ფინანსური სამიტის“ ფარგლებში 50-ზე მეტი ქვეყნის 1 000-მდე დელეგატს ვუმასპინძლებთ

2 საათის წინ
კატეგორიები: ეკონომიკა
პოსტი ნახა: 101

პირველად, თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის ფარგლებში, „თბილისის ფინანსური სამიტი“ გაიმართება.

ეროვნული ბანკის, ეკონომიკის სამინისტროსა და სინგაპურის გლობალური ფინანსური და ტექნოლოგიური ქსელის (GFTN) ერთობლივად ორგანიზებულ სამიტში მონაწილეობას მიიღებენ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ცენტრალური ბანკების პირველი პირები და ფინანსური სექტორის ლიდერები, მსხვილი კომპანიის წარმომადგენლები და ექსპერტები.

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, ნათია თურნავას განმარტებით, სამიტს 1 000-მდე დელეგატი ეყოლება.

„თბილისის ფინანსური სამიტი უმასპინძლებს 1 000-მდე სტუმარს, რომლებიც საქართველოში 50-ზე მეტი ქვეყნიდან ჩამოვლენ. მათ შორის წარმოდგენილი იქნება ფინანსური ინდუსტრიის ლიდერები და ბიზნესსექტორი. მსჯელობა წარიმართება აბრეშუმის გზის ფორუმის ფორმატში და მოიცავს ჩვენს რეგიონს, როგორც დამაკავშირებელ დერეფანს ევროპასა და აზიას შორის. გვაქვს შესაძლებლობა და ამბიცია, საქართველო გავხადოთ არა მხოლოდ ლოგისტიკური, ვაჭრობისა და ენერგეტიკის, არამედ ფინანსური ჰაბი რეგიონისთვის“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

ღონისძიება 22-23 ოქტომბერს ჩატარდება. ეროვნული ბანკის ინფორმაციით, სამიტის მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ, განიხილონ უახლესი ფინანსური ინოვაციები, რეგიონული განვითარების პერსპექტივები და საერთაშორისო ფინანსური თანამშრომლობა.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე