„ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის შეკვეთილის რეზიდენციასთან აქცია მიმდინარეობს.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა ადგილზე სიმბოლურად სათამაშო ზებრა და ზვიგენი მიიტანეს.
ამის შესახებ ინფორმაციას „ნაციონალური მოძრაობა“ ავრცელებს.
„ივანიშვილის მმართველობის დღეები დათვლილია. 4 ოქტომბერს შეუძლია ქვეყანაში გარდამტეხი ცვლილებების მოტანა“, - აცხადებენ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები.
ამასთან, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები დენდროლოგიურ პარკში დაანონსებული აქციისთვის ხალხს მოსაწვევს ურიგებენ.