ყველაფერი ჩალაგებული მაქვს, ყველაფერი გამზადებული მაქვს, ზუსტად ვიცოდი, რომ ეს დღე მოვიდოდა. ყველაფერი ჩალაგებული მაქვს , - ამის შესახებ ნარკოდანაშაულში ბრალდებულმა ჟურნალისტმა, ნიკა კაციამ გამამართლებელი განაჩენის შემდეგ მედიასთან განაცხადა.
ის მოსამართლის განაჩენს სამართლიანად არ მიიჩნევს რადგან თვლის, რომ უკანონოდ იყო დაკავებული.
„ვერ ვიტყვი , რომ სამართლიანი განაჩენია, რადგან უკანონოდ მამყოფეს. უკანონოდ რომ მამყოფეს, მაგის ნიშანია ის პატარა გამარჯვება, რომელიც გიორგი ახობაძეს ჰქონდა. პირველი შემთხვევაა, როდესაც ვნერვიულობ, რადგან თავს უხერხულად ვგრძნობ, რადგან ბიჭებზე ვნერვიულობ. ყველაზე, ვისაც მიუსაჯეს. ჩემ კოლეგა მზია ამაღლობელზეც.
ყველაფერი ჩალაგებული მაქვს, ყველაფერი გამზადებული მაქვს, ზუსტად ვიცოდი, რომ ეს დღე მოვიდოდა. ყველაფერი ჩალაგებული მაქვს. არ გავჩერდები, ვიდრე არ დავიხსნით! მედიამ საუკეთესო მაგალითი აჩვენა“,- განაცხადა კაციამ.
ნიკა კაცია, რომელიც ნარკოდანაშაულში იყო ბრალდებული, სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო. მისი სხდომათა დარბაზიდან გათავისუფლებას ახლობლები, მეგობრები ტაშითა და შეძახილებით: „ნიკა თავისუფალია“ შეხვდნენ.
სასამართლოს ეზოში გამოსვლის შემდეგ მან საქართველოს დროშა შემოიხვია და აქციაზე დაკავებული სხვა პირებს, რომლებსაც სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა, სოლიდარობა გამოუცხადა.