ვლადიმერ პუტინი - შეხვედრა შესაძლებელია, თუ ზელენსკი მზად არის, მოსკოვში ჩამოვიდეს

ვლადიმერ პუტინი - შეხვედრა შესაძლებელია, თუ ზელენსკი მზად არის, მოსკოვში ჩამოვიდეს

2 საათის წინ
კატეგორიები: მსოფლიო
პოსტი ნახა: 107

შეხვედრა შესაძლებელია, თუ ზელენსკი მზად არის, მოსკოვში ჩამოვიდეს, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ჩინეთში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ვლადიმერ პუტინის განცხადებით, აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს აცნობა, რომ უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრა შესაძლებელია.

„დიახ, მე ვთქვი, რომ ეს შესაძლებელია. ბოლოს და ბოლოს, თუ ზელენსკი მზად არის, მოსკოვში ჩამოვიდეს“, - განაცხადა პუტინმა.

ვლადიმერ პუტინმა უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის „ლეგიტიმურობის“ შესახებ დასმულ შეკითხვასაც უპასუხა.

„არსაითკენ მიმავალი გზა არის, თუ შეხვედრებს უბრალოდ [უკრაინის] ადმინისტრაციის ამჟამინდელ ხელმძღვანელთან გამართავ. ამაზე უარი არასდროს მითქვამს, თუ შეხვედრა კარგად იქნება მომზადებული და გარკვეულ დადებით შედეგებამდე მიგვიყვანს“, - აღნიშნა პუტინმა.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე