ნიკა მელია - „მოსამართლემ“ შემდეგი სხდომა ხვალ, 14:00 საათზე ჩანიშნა - არც ხვალ მივალ

ნიკა მელია - „მოსამართლემ“ შემდეგი სხდომა ხვალ, 14:00 საათზე ჩანიშნა - არც ხვალ მივალ

19 საათის წინ
კატეგორიები: პოლიტიკა
პოსტი ნახა: 87

„მოსამართლემ“ შემდეგი სხდომა ხვალ, 14:00 საათზე ჩანიშნა - არც ხვალ მივალ, - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა მელია სოციალურ ქსელში წერს.

მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ადვოკატმა მისი სხვა პროცესების გამო, ორშაბათისთვის ითხოვა გადატანა, სხდომა მაინც ხვალ ჩაინიშნა.

„დღევანდელი პროცესზე არც პროკურორები მივიდნენ. „მოსართლემ“ შემდეგი სხდომა ხვალ, 14:00 საათზე ჩანიშნა, მიუხედავად იმისა, რომ ადვოკატმა მისი სხვა პროცესების გამო, ორშაბათისთვის ითხოვა გადატანა - არც ხვალ მივალ“, - წერს მელია.

ცნობისთვის, ნიკა მელია საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე ახსნა-განმარტებისთვის დაიბარეს, სადაც ის არ მივიდა, რის შემდეგაც მას ბრალდება წაუყენეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით მას აღკვეთის აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000-ლარიანი გირაო შეეფარდა, რომლის გადახდას არ აპირებს.

ნიკა მელიას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით წარედგინა, რაც "საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას" გულისხმობს.

ეს ქმედება ისჯება ჯარიმით, ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, თანამდებობის დაკავების, ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე