შალვა პაპუაშვილი - 12 დეპუტატი გახარიას პარტიიდან, გახარიას ჩათვლით, "შატალოზე" იყო, მათ შეუწყდებათ მანდატები

შალვა პაპუაშვილი - 12 დეპუტატი გახარიას პარტიიდან, გახარიას ჩათვლით, "შატალოზე" იყო, მათ შეუწყდებათ მანდატები

20 საათის წინ
კატეგორიები: პოლიტიკა
პოსტი ნახა: 245

12 დეპუტატი გახარიას პარტიიდან, გახარიას ჩათვლით, "შატალოზე" იყო ერთი სესია, აცდენდა ყველა სხდომას, არ ვაძლევდით დეპუტატის ხელფასს, თუმცა ისინი იღებდნენ პარტიულ დაფინანსებას უსაქმურობაში. უსაქმურობას ქართველი ხალხი ვერ დაუშვებს, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, „გახარია საქართველოსთვის“ მხრიდან ლეგიტიმაციის არაღიარება ფარსია, ვინაიდან, მისივე შეფასებით, ეს იგივეა, „ადამიანი იდგეს შუქნიშანთან და არ აღიარებდეს შუქნიშანს“.

„უკვე დადგა ის გარემოება, როდესაც სესიის დასრულების შემდეგ განხილული იქნება მათთვის მანდატების შეწყვეტა და მათ შეუწყდებათ მანდატები. ვერაფერს გამოასწორებენ, საკმარისი გაცდენები აქვთ. რაც შეეხება შემდეგ თორმეტეულს, ეს მათი გადასაწყვეტია მოიქცევიან ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ, უცხოელების კარნახით, თუ აიღებენ ხელში იმ მანდატს, რომელიც მათმა ამომრჩეველმა მიანიჭა.

ლეგიტიმაციის არაღიარება არის ფარსი, ეს იგივეა, ადამიანი იდგეს შუქნიშანთან და არ აღიარებდეს შუქნიშანს, ამბობდეს, რომ არ არსებობს. რეალობა არის რეალობა. თავის ფანტაზიის სამყაროში რომ ცხოვრობენ, სამედიცინო ენაზე სხვა სახელი ჰქვია. თორმეტი დეპუტატი გახარიას პარტიიდან, გახარიას ჩათვლით "შატალოზე" იყო ერთი სესია, აცდენდა ყველა სხდომას, მიუხედავად ამისა, იღებდნენ პარტიულ დაფინანსებას, არ ვაძლევდით დეპუტატის ხელფასს, თუმცა ისინი იღებდნენ პარტიულ დაფინანსებას უსაქმურობაში. უსაქმურობას ქართველი ხალხი ვერ დაუშვებს, ამის სათანადო ბერკეტები არსებობს კანონმდებლობაში“ ,-აღნიშნა პაპუაშვილმა.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე