ნინო წილოსანი - ტვ პირველის ჟურნალისტსა და ოპერატორზე თავდასხმის უმძიმესი კადრებია, ამას მხოლოდ ის გააკეთებდა, ვისაც ძალადობის პროვოცირება სურს. იმედი მაქვს, დამნაშავეს სათანადო პასუხი გაეცემა

ნინო წილოსანი - ტვ პირველის ჟურნალისტსა და ოპერატორზე თავდასხმის უმძიმესი კადრებია, ამას მხოლოდ ის გააკეთებდა, ვისაც ძალადობის პროვოცირება სურს. იმედი მაქვს, დამნაშავეს სათანადო პასუხი გაეცემა

08-12-2024 00:27
კატეგორიები: საზოგადოება
პოსტი ნახა: 597

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ნინო წილოსანი, „ტვ პირველის“ ჟურნალისტ მაკა ჩიხლაძესა და ოპერატორზე თავდასხმას სოციალურ ქსელში ეხმიანება.

მისი განცხადებით, ამას მხოლოდ ის გააკეთებდა, ვისაც ვითარების ძალადობის პროვოცირება აწყობს.

„ტვ პირველის ჟურნალისტსა და ოპერატორზე თავდასხმის უმძიმესი კადრებია… ამას მხოლოდ ის გააკეთებდა, ვისაც აქციების არასწორად წარმართვა და ძალადობის პროვოცირება სურს, ვის წისქვილზეც ეს ქმედება ასხამს წყალს…
იმედი მაქვს გამოძიება დროულად გაგვიზიარებს ინფორმაციას ამ ძალადობის ფაქტზე და დამნაშავეს სათანადო პასუხი გაეცემა." - წერს წილოსანი სოციალურ ქსელში.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე