სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ტელეკომპანია „ტვ პირველის“ თანამშრომლებზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ტელეკომპანია „ტვ პირველის“ თანამშრომლებზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

08-12-2024 00:21
კატეგორიები: სამართალი

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, ტელეკომპანია „ტვ პირველის“ თანამშრომლებზე თავდასხმის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მეორე ნაწილით გამოძიება დაიწყო.

„დანაშაულში მხილებული პირების დადგენის და დაკავების მიზნით ტარდება ყველა აუცილებელი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება“ - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

„ტვ პირველის“ ჟურნალისტ მაკა ჩიხლაძეს და ოპერატორს პირდაპირ ეთერში მუშაობისას თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ.

პოსტი ნახა: 501


მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე