ოლიპიადის მონაწილეებმა ოლიმპიური ფიცი დადეს

ოლიპიადის მონაწილეებმა ოლიმპიური ფიცი დადეს

საქართველოს ოლიმპიური ნაკრები პარიზის ზაფხულის ოლიმპიადაზე მიემგზავრება. სპორტსმენებმა დღეს ოლიმპიური ფიცი დადეს.

ღონისძიებას ესწრებოდნენ და სიტყვით მიმართეს: საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა; საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ; საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა; თბილისის მერმა, კახა კალაძე.

წლევანდელ ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებში, სპორტის 10 სახეობაში, პირად შეჯიბრებაში საქართველოდან მონაწილეობას 28 სპორტსმენი, მათ შორის 7 ქალი მიიღებს.

გარდა ამისა, ოლიმპიადის შერეულ გუნდურ ტურნირში იასპარეზებენ ძიუდოისტები. საქართველოს ოლიმპიური ნაკრების შემადგენლობაში შედიან ოლიმპიური, მსოფლიოსა და ევროპის არაერთი ჩემპიონი, ასევე ვერცხლისა და ბრინჯაოს მედალოსნები.

1996 წლის ატლანტის ოლიმპიადიდან დღემდე, საქართველომ ოლიმპიურ თამაშებზე 10 ოქროს, 12 ვერცხლის და 18 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. მედლების რაოდენობით ყველაზე წარმატებული იყო 2020 წლის ტოკიოს ოლიმპიადა, როცა საქართველომ 8 მედალი ( 2 ოქრო, 5 ვერცხლი, 1 ბრინჯაო მოიპოვა).

პოსტი ნახა: 71


მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე

Random Image

Subscribe to the Newsletter

Join 10k+ people to get notified about new posts, news and tips.

Do not worry we don't spam!