ოთხი წლის დათა წიქორიძეს საზოგადოების დახმარება სჭირდება

ოთხი წლის დათა წიქორიძეს საზოგადოების დახმარება სჭირდება

13-05-2025 23:27
კატეგორიები: საზოგადოება
პოსტი ნახა: 1221
ოთხი წლის დათა წიქორიძეს საზოგადოების დახმარება სჭირდება. ინფორმაციას პატარას დედა სოციალურ ქსელში ავრცელებს.
დათა წიქორიძეს ერთი კვირის წინ დაუდგინდა მწვავე ეპილეფსია, მას აქვს კუნთოვანი მასის გალევა, ასევე ცელიაკიისა და მუკოვისციდოზის ნიშნები, აქვს კრუნჩხვები და თავის ძლიერი ტკივილები.
დათა წიქორიძეს სჭირდება კვლევებისა და მკურნალობის თურქეთში გაგრძელება, დიაგნოზისთვის საჭიროა კუნთის ბიოფსია, რაც დიდ თანხებთან არის დაკავშირებული.
დახმარების მსურველებს თანხის ჩარიცხვა შეგიძლიათ შემდეგ ანგარიშებზე:
 
საქველმოქმედო ზარი - 0901200128 - დანიშნულებაში #დათა
ჩარიცხვა საზღვარგარეთიდან - http://paypal.me/Changeupwithlove
 
- აჩუქე ლარი ,გადაარჩინე სიცოცხლე. გთხოვთ ყველას.. დანიშნულებაში მიუთითეთ #დათა
 
- მიმღები ფონდი შეცვალე სიყვარულით

 



მსგავსი სიახლეები

ტელეკომპანია „თრიალეთი“ ორჯერ შეეცადა გორის სამხედრო ჰოსპიტლის პოზიციის გარკვევას გოდერძი ხეჩიკაშვილის ბრალდებებთან დაკავშირებით, თუმცა უწყებამ ორივეჯერ დუმილი არჩია. ჟურნალისტები ჰოსპიტლის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს პირველად 13 ივლისს დაუკავშირდნენ, ხოლო მეორედ - 14 ივლისს, მას შემდეგ, რაც ოჯახმა ახალი განცხადება გააკეთა და დააზუსტა, რომ მკურნალი ექიმის ვინაობა თავდაპირველად ჰოსპიტლის თანამშრომლის მიერ მიწოდებული მცდარი ინფორმაციის გამო შეეშალათ. მიუხედავად „თრიალეთის“ განმეორებითი მცდელობისა, გადაემოწმებინა ინფორმაცია შესაძლო გულგრილობისა და დაწყებული მოკვლევის შესახებ, სამხედრო ჰოსპიტალში კომენტარი არც ამჯერად გააკეთეს

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე