პაატა მანჯგალაძე - დარბეული და გაბრაზებული ხალხი სტიქიაა, რომელსაც ვერავინ შეაჩერებს, გამოსავალი მხოლოდ ერთია, ძალაუფლების მშვიდობიანი გადაბარება

პაატა მანჯგალაძე - დარბეული და გაბრაზებული ხალხი სტიქიაა, რომელსაც ვერავინ შეაჩერებს, გამოსავალი მხოლოდ ერთია, ძალაუფლების მშვიდობიანი გადაბარება

1 საათის წინ
კატეგორიები: პოლიტიკა
პოსტი ნახა: 82

მისი თქმით, „ქართული ოცნება“ დილემის წინაშეა, როგორ შეაჩეროს მშვიდობიანი თუმცა პრინციპული ხალხი, რომელიც ხელისუფლების დაბრუნებას მოითხოვს.

„ბევრი კონსპირაცია და ქილიკი იქნება 4 ოქტომბრამდე, მაგრამ ფაქტია, ოთხმა ოქტომბერმა სერიოზული თავსატეხი გაუჩინა ივანიშვილის რეჟიმს.

დღეს მას და მის ე.წ საყრდენებს წინ უდგათ დილემა, როგორ შეაკავონ ხალხი, რომელიც მშვიდობიანად, მაგრამ პრინციპულად მოითხოვს მიტაცებული ძალაუფლების ხალხისთვის მშვიდობიანად დაბრუნებას.

ჩვენ, ასევე, პრინციპულად მშვიდობიანი ცვლილების მომხრეები ვართ და ჩემთვის იდეალური სცენარია ძალაუფლების გადაბარება ხალხისთვის ისე, რომ არავის, მათ შორის, „ქოცსაც“, თმის ღერიც კი არ ჩამოუვარდეს, მაგრამ თუ ვინმე გაბედავს ხალხზე ძალადობას, ეს ბუმერანგივითვე დაუბრუნდება მას.

დარბეული და გაბრაზებული ხალხი სტიქიაა, რომელსაც ვერავინ შეაჩერებს, ამიტომ გამოსავალი მხოლოდ ერთია, ძალაუფლების მშვიდობიანი გადაბარება“, - განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე