პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის საქმიანობასთან დაკავშირებით პარლამენტში რეგლამენტში ცვლილებები იგეგმება.

პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის საქმიანობასთან დაკავშირებით პარლამენტში რეგლამენტში ცვლილებები იგეგმება.

13-02-2025 14:26
კატეგორიები: პოლიტიკა

პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის საქმიანობასთან დაკავშირებით პარლამენტში რეგლამენტში ცვლილებები იგეგმება.

ცვლილებების საჭიროების თაობაზე პარლამენტის ვიცე-სპიკერმა თეა წულუკიანმა ისაუბრა, რომელიც „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და მისი პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი“ კომისიის ხელმძღვანელად აირჩიეს.

საგამოძიებო კომისიის მუშაობის მიმართულებით რეგლამენტში ცვლილებების ასახვის საკითხი წულუკიანმა კომისიის პირველ, საორგანიზაციო სხდომაზე დასვა და როგორ განაცხადა, ის „თანამედროვეობას მეტად უნდა მოერგოს“.

„კარგი იქნება პარლამენტის საგამოძიებო კომისიის მარეგულირებენ ნორმებში, რომელსაც პარლამენტის რეგლამენტი ითვალისწინებს, კოლეგებს გარკვეული ცვლილებები შევთავაზოთ - იქნება ეს სამუშაო გრაფიკის საკითხი, საგამოძიებო კომისიის თითოეული წევრის უფრო მეტი უფლებამოსილება, რომელიც დღეისთვის შეზღუდული არ არის, მაგრამ კომისიის თითოეულ წევრს შეუძლია უფრო მეტი აკეთოს.

არ მახსენდება ასეთი ტიპის კომისია, რომელმაც ცხრა წლიანი პერიოდი უნდა შეაფასოს და ზღვა, მოცულობითი მასალა შეისწავლოს. თითოეულ წევრს უფრო მეტი უფლებამოსილებით აღჭურვა დასჭირდება. არის კიდევ სხვა ტექნიკური და შინაარსობრივი საკითხები, რათა რეგლამენტში ცვლილებები შევიდეს და სწრაფად მუშაობა შევძლოთ. სამუშაო მოცულობითია და პარლამენტის რეგლამენტი თანამედროვეობას იქნებ მეტად მოვარგოთ“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.

წულუკიანის თქმით, საგამოძიებო კომისია ყველა მიმართულებით იმუშავებს.

პოსტი ნახა: 253


მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე

Random Image

Subscribe to the Newsletter

Join 10k+ people to get notified about new posts, news and tips.

Do not worry we don't spam!