Reuters - მიუნხენში, ავტომობილი ხალხში შევარდა, არიან დაშვებულები

Reuters - მიუნხენში, ავტომობილი ხალხში შევარდა, არიან დაშვებულები

13-02-2025 15:30
კატეგორიები: მსოფლიო
პოსტი ნახა: 1015

მიუნხენში, ავტომობილი ხალხში შევარდა, არიან დაშვებულები, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

მიუნხენის პოლიციის ცნობით, სულ მცირე, 20 ადამიანი დაშავდა, მათგან რამდენიმეს მდგომარეობა კრიტიკულია.

პოლიციამ ავტომობილის მძღოლი შემთხვევის ადგილზე დააკავა. ჯერჯერობით უცნობია, მძღოლი მიზანმიმართულად მოქმედებდა თუ ადგილი ავტოსაგზაო შემთხვევას ჰქონდა.

გერმანული მედიის ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად ქალაქში მიმდინარე პროფკავშირების დემონსტრაციაში მონაწილე ადამიანები დაშავდნენ.

ცნობისთვის, მიუნხენში ხვალ უსაფრთხოების კონფერენცია ტარდება, რომელსაც სხვადასხვა ქვეყნების ოფიციალური პირები, მათ შორის აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი, ჯეი დი ვენსი და უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ესწრებიან.



მსგავსი სიახლეები

04-05-2026 17:52

ევროპული დაზვერვის ინფორმაციით, ბოლო კვირების განმავლობაში კრემლში უპრეცედენტო სიმკაცრის უსაფრთხოების ზომები იქნა მიღებული, რადგან რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი შესაძლო გადატრიალებას ან მკვლელობის მცდელობას ელოდება. ეს და სხვა სენსიტიური დეტალები აღწერილია მოხსენებაში, რომელიც ევროკავშირის ერთ-ერთი ქვეყნის სადაზვერვო სააგენტომ მოამზადა. გამოცემა „Важные истории“-ს (Important Stories) ჟურნალისტებმა, რომლებიც OCCRP-ის დიდი ხნის პარტნიორები არიან, დოკუმენტი სააგენტოსთან დაახლოებული სამთავრობო წყაროსგან მიიღეს და მასში მოყვანილი რამდენიმე მტკიცებულება დამოუკიდებლად გადაამოწმეს.

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე