პარლამენტთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს..

პარლამენტთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს..

7 საათის წინ
კატეგორიები: პოლიტიკა
პოსტი ნახა: 192

აქციის მონაწილეებმა ლოზუნგით „დედები თავისუფლებისთვის“ ფილარმონიის მიმდებარე ტერიტორიიდან საქართველოს პარლამენტთან გადაინაცვლეს, სადაც მანიფესტი წაიკითხეს და განაცხადეს, რომ ბრძოლას ბოლომდე გააგრძელებენ.

აქციის მონაწილეები საკანონმდებლო ორგანოსთან მობილიზებულ სამართალდამცველებს მოუწოდებენ, რომ „გაბედონ და ხალხის მხარეს გადმოვიდნენ“.

„გამარჯვება მხოლოდ ჩვენია, საქართველო ჩვენია",-განაცხადეს აქციის მონაწილეებმა.

მათი განმარტებით, ხელისუფლებას ძალიან ეშინია ქართველი ქალების. მათივე თქმით, ფრთხილად უნდა იყოს „ქართული ოცნება“, რადგან ქართველი დედები საკუთარი შვილებისთვის ყველაფერს გააკეთებენ.

აქციის მონაწილეები ახალი, სამართლიანი არჩევნების ჩატარებას და აქციაზე დაკავებულების გათავისუფლებას მოითხოვენ. პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მობილიზებულია პოლიცია.

პარლამენტთან საპროტესტო აქცია 340 დღეა მიმდინარეობს.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე