პარტია „დროას“ ინფორმაციით, შსს-ს წარმომადგენლებმა ელენე ხოშტარია დააკავეს

პარტია „დროას“ ინფორმაციით, შსს-ს წარმომადგენლებმა ელენე ხოშტარია დააკავეს

2 საათის წინ
კატეგორიები: სამართალი პოლიტიკა RSS
პოსტი ნახა: 99

შსს-ს წარმომადგენლებმა „დროას“ ლიდერი, ელენე ხოშტარია დააკავეს.

ამის შესახებ პარტიის პრესსამსახური ავრცელებს ინფორმაციას. მათ სოციალურ ქსელში შესაბამისი ვიდეოკადრებიც გაავრცელეს.

ადგილზე იმყოფებოდა “დროას“ წევრი, გიგა ლემონჯავა, რომელმაც ხოშტარიას დაკავება დაადასტურა და განაცხადა, რომ  ის შსს-ს წარმომადგენლებმა წაიყვანეს.

"მოვიდნენ ელენე ხოშტარიასთან, შინაგან საქმეთა სამინისტროდან, დააკავეს, ჩასვეს მანქანაში და წაიყვანეს სავარაუდოდ, შსს-ს შუშებიანში. ზუსტად, არაა ეს დადასტურებული, თუმცა ვიცით, რომ ნამდვილად დააკავეს და ბრალი წაუყენეს იმ მუხლით, რომელიც შსს-მ დაწერა, 187-ე მუხლით. რაც აბსურდია პოლიტიკურად, თუმცა, რეალობა ეგაა.

კიდევ ერთხელ ძალიან მკაფიო მინდა ვთქვა, ვინც არ უდნა დაკააონ, რა ბრალდებებიც არ უნდა შეთითხნონ, ამ ბრძოლას აქვს ერთი ბოლო, ეს ბოლო აუცილებლად დადგება ,- განაცხადა ლემონჯავამ."

ხოშტარიას დაკავებამდე ჟურნალისტებმა კახა კალაძეს კითხეს, არის თუ არა მისი სურვილი და მოთხოვნა ოპოზიციონერი ლიდერის დაკავება მისი საარჩევნო ბანერის დაზიანების ფაქტზე.

"ქვეყანაში არსებობს კანონი და კანონს, კეთილი უნდა ინებოს, და ყველამ პატივი უნდა სცეს" - თქვა კალაძემ. 



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე