პაველ ჰერჩინსკი - საქართველო ევროკავშირისგან იმაზე შორს არის, ვიდრე 2023 წელს იყო

პაველ ჰერჩინსკი - საქართველო ევროკავშირისგან იმაზე შორს არის, ვიდრე 2023 წელს იყო

1 საათის წინ
კატეგორიები: პოლიტიკა
პოსტი ნახა: 124

„როდესაც საქმე გაფართოების გზას ეხება, უკრაინა და მოლდოვა საქართველოზე გაცილებით წინ არიან. უკრაინის შემთხვევაში ეს სასტიკი აგრესიული ომის მიუხედავად ხდება. უკრაინელი ხალხი რუსეთის აგრესიას უპირისპირდება და ასევე, ძალიან რთულ და გამოწვევებით სავსე რეფორმებს გადის“, - განაცხადა ჰერჩინსკიმ.

მისი თქმით, „მოლდოვა რუსეთის ჰიბრიდული ომის გამო ზეწოლას განიცდის“.

„მიუხედავად ამისა, ცოტა ხნის წინ მოლდოველებმა საპარლამენტო არჩევნებში პროევროპულ კურსს მხარი დაუჭირეს. ორივე, უკრაინაც და მოლდოვაც გზაზე დგანან, რომ ევროკავშირის წევრები მალე გახდნენ. სამწუხაროდ, საქართველოს შემთხვევაში საპირისპირო რამეს ვხედავთ. კანდიდატის სტატუსის მინიჭებიდან ორი წლის შემდეგ საქართველო ევროკავშირისგან იმაზე შორს არის, ვიდრე 2023 წელს იყო“, - აღნიშნა ელჩმა.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე