სასამართლომ „სფერო ჰოლდინგის“ დამფუძნებელ გივი წულეისკირს და „სფერო ინვესტის“ დირექტორ გიორგი მურუსიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა

სასამართლომ „სფერო ჰოლდინგის“ დამფუძნებელ გივი წულეისკირს და „სფერო ინვესტის“ დირექტორ გიორგი მურუსიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა

1 საათის წინ
კატეგორიები: სამართალი
პოსტი ნახა: 80

თბილისის საქალაქო სასამართლომ მოქალაქეთა კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე „სფერო ჰოლდინგის“ დამფუძნებელს გივი წულეისკირს და „სფერო ინვესტის“ დირექტორს გიორგი მურუსიძეს აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. აღნიშნულით მოსამართლე დავით კურტანიძემ ბრალდების მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა, რომელიც

გივი წულეისკირისა და გიორგი მურუსიძის მიმართ აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას ითხოვდა.

როგორც პროკურორმა ნინო კეპულაძემ სხდომაზე აღნიშნა, უკვე მიმალვაში იმყოფება ერთ- ერთი ბრალდებული გიორგი მურუსიძე და მის მსგავსად, არსებობს გივი წულეისკირის მხრიდანაც მიმალვის საფრთხე, თუ მას პატიმრობა არ შეეფარდება.

პროკურორის თქმით, აღსანიშნავია ისიც, რომ გივი წულეისკირს საზღვარგარეთ კონტაქტები აქვს. ამასთან, პროკურორის განმარტებით, გათავისუფლების შემთხვევაში, პასუხისმგებლობის თავიდან არიდების მიზნით წულეისკირმა შესაძლოა მოწმეებზე ზემოქმედებაც მოახდინოს. მისი თქმით, გაგრძელდება საქმეზე გამოძიება.

რაც შეეხება გივი წულეისკირის დაცვის მხარის პოზიციას, ადვოკატ ნონა ფილაურის თქმით,

გივი წულეისკირი საზღვარგარეთ ერთადერთხელ არის ნამყოფი, ისიც ესპანეთში და აპელირება იმაზე, რომ მას კონტაქტები აქვს უცხოეთში, სიმართლეს არ შეესაბამება.

ადვოკატის თქმით, თავისუფლებაში ყოფნის შემთხვევაში გივი წულეისკირი უზრუნველყოფს დაზარალებულთა დაკმაყოფილებას, ხოლო პატიმრობაში დატოვების პირობებში კი, პირიქით, ეს ვერ მოხდება და დაზარალებულთა წრე გაიზრდება. ადვოკატმა სასამართლოს წარუდგინა გივი წულეისკირის “ფორმა 100”, რითაც მისივე თქმით, დგინდება, რომ გივი წულეისკირო ვერ იტანს დახურულ სივრცეს”.

დაცვის მხარემ სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000 ლარის შესთავაზა.

რაც შეეხება გიორგი მურუსიძის ადვოკატის, გაგი ჩოხელის პოზიციას, გიორგი მურუსიძე მიმალვაში არ იმყოფება და მისი მხრიდან არ არსებობს მიმალვის საფრთხე. ადვოკატმა სასამართლოს 100 000 ლარის ოდენობით გირაოს გამოყენების შუამდგომლობით მიმართა.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე