მომსახურების სააგენტო გაცნობებთ, რომ სააგენტოს სტრუქტურული ერთეულები 2026 წლის 1-ელი იანვრიდან 4 იანვრის ჩათვლით არ იმუშავებენ - იმ პირებს, რომლებსაც მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდის პირველ ეტაპზე (მოედანი) გასვლის 30-ე დღე 2026 წლის 1-ელი იანვრიდან 4 იანვრის ჩათვლით უწევდათ, მხოლოდ ერთი გასვლის უფლება მიეცემათ 5 იანვრიდან 9 იანვარის ჩათვლით.
ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო ავრცელებს.
„იმ პირებს, რომლებსაც შენახული/დაჯავშნილი აქვთ სატრანსპორტო საშუალების სახელმწიფო სანომრე ნიშნები და აღნიშნულ პერიოდში ეწურებათ შენახვის/დაჯავშნის დრო, ვადა გაუხანგრძლივდებათ 5 იანვრის ჩათვლით.იმ პირებს, რომლებსაც სატრანსპორტო საშუალების განბაჟების ბოლო დღე უწევთ 2026 წლის 1-ელი იანვრიდან 4 იანვრის ჩათვლით პერიოდში, საჯარიმო სანქციები არ დაეკისრებათ და განბაჟების ბოლო ვადად განესაზღვრებათ 5 იანვარი.ის პირები, რომლებსაც ცნობის (აპოსტილი/ლეგალიზაცია) გატანა უწევთ 2026 წლის 1-ელ, 2 ან 3 იანვარს, ცნობის გატანას შეძლებენ 5 იანვარს. სხვა შემთხვევაში ცნობების დამზადების ვადა აითვლება კანონით განსაზღვრულ ვადებში”,- ნათქვამია განცახდებაში“,- ნათქვამია ინფორმაციაში.