თბილისის აეროპორტში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს - ამოღებულია 3 080 აბი „პრეგაბალინი“

თბილისის აეროპორტში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს - ამოღებულია 3 080 აბი „პრეგაბალინი“

1 საათის წინ
კატეგორიები: RSS სამართალი
პოსტი ნახა: 24

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტისა და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ნარკოდანაშაულის ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვისა და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით დაკავებულია - ისრაელის მოქალაქე, 2003 წელს დაბადებული ჰ.ა. „სამართალდამცველებმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების, მათ შორის ბრალდებულის სამგზავრო ბარგის ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღეს 3 080 აბი ფსიქოტროპული ნივთიერება „პრეგაბალინი“.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 261-ე და 263-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე