პირველი მარტიდან ვიწყებთ სამუშაოების გამოცხადებას – ლევან დავითაშვილი

პირველი მარტიდან ვიწყებთ სამუშაოების გამოცხადებას – ლევან დავითაშვილი

13-03-2023 03:52
კატეგორიები: ეკონომიკა ეკონომიკა

“პირველი მარტიდან ვიწყებთ სამუშაოების გამოცხადებას და ამასთან დაკავშირებით,  ჯანდაცვის სამინისტრო ძალიან აქტიურად მუშაობს,”,  – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა სოციალურად დაუცველი მოქალაქეებისთვის შემუშავებული დასაქმების პროგრამაზე საუბრისას განაცხადა.

„მიმდინარეობს შიდა შესაძლებლობების გაძლიერება, როგორიც, მაგალითად, არის დასაქმების სააგენტოს თანამშრომელთა ტრენინგი, კომუნიკაცია სოციალურად დაუცველებთან, სოციალური აგენტების გადამზადება და ჩართვა პროცესში. მთელი რესურსების მობილიზება არის საჭირო პროცესების სწორად და ორგანიზებულად წარმართვისთვის.

რაც შეეხება სამუშაო ადგილებს, აქამდე ჯგუფი მუშაობდა, რათა მომხდარიყო სამუშაო ადგილების იდენტიფიკაცია და რამდენიმე ათასი სამუშაო ადგილის აღმოჩენა მოხდა, ეს იყო საზოგადოებრივი დასაქმების ნაწილში, თუმცა კერძო სექტორშიც სამუშაო ადგილები იდენტიფიცირებული აქვს დასაქმების სააგენტოს და უკვე მარტიდან მოხდება რეგულარულად შეთავაზება“, – განაცხადა დავითაშვილმა.

პოსტი ნახა: 316


მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე

Random Image

Subscribe to the Newsletter

Join 10k+ people to get notified about new posts, news and tips.

Do not worry we don't spam!