ფქვილის იმპორტი რეკორდულად იზრდება, ხორბლის კი მცირდება

ფქვილის იმპორტი რეკორდულად იზრდება, ხორბლის კი მცირდება

13-03-2023 03:54

მიმდინარე წლის იანვარში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ფქვილის იმპორტი რეკორდულად გაიზარდა. საქსტატის მონაცემებით, 2021 წლის იანვარში საქართველომ 743.18 ტონა (221.2 ათასი აშშ დოლარი) პროდუქტის იმპორტი განახორციელა, 2022 წლის იანვარში – 8,961 ტონა (3,007 მლნ აშშ დოლარი), რაც 12-ჯერ აღემატება წინა წლის მაჩვენებელს.

ამასთან, შემცირებულია, ხორბლის იმპორტი. კერძოდ, 2022 წლის იანვარში ქვეყანაში 11,762 ტონა (3,684 მლნ აშშ დოლარი) მარცვლეული შემოვიდა, 2021 წლის იანვარში კი 29,397 ტონა (6,693 მლნ აშშ დოლარი).

აქვე აღსანიშნავია, რომ როგორც ხორბლის, ისე ფქვილის ძირითადი იმპორტიორი რუსეთია. კერძოდ, მიმდინარე წელს 11,396 ტონა ხორბლის იმპორტი სწორედ რუსეთიდან განხორციელდა, ხოლო 366.1 ტონა სომხეთიდან შემოვიდა.

რაც შეეხება ფქვილს, 8,889 ტონა პროდუქტის იმპორტი რუსეთიდან განხორციელდა, მცირე რაოდენობები კი თურქეთიდან, ავსტრიიდან, იტალიიდან და პოლონეთიდან შემოვიდა.

პოსტი ნახა: 394


მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე

Random Image

Subscribe to the Newsletter

Join 10k+ people to get notified about new posts, news and tips.

Do not worry we don't spam!