პოლიციელი ცოლზე ძალადობის ბრალდებით დააკავეს

პოლიციელი ცოლზე ძალადობის ბრალდებით დააკავეს

06-07-2025 22:21
კატეგორიები: სამართალი
პოსტი ნახა: 356

პოლიციელი ცოლზე ძალადობის ბრალდებით დააკავეს. ინფორმაციას “ბათუმელები” ავრცელებს.

ფაქტს ადასტურებს პროკურატურა.

მათივე ინფორმაციით, პოლიციელმა 18 წლის მეუღლეზე იძალადა.

როგორც პროკურატურაში „ბათუმელებს“ ეუბნებიან, პროკურატურა ითხოვდა ძალადობაში ბრალდებული პოლიციელის პატიმრობას, თუმცა  გუშინ,  აღკვეთი ღონისძიების სახით სასამართლომ მას 20-ათასლარიანი გირაო შეუფარდა.

პროკურატურა ამბობს, რომ აპირებენ გასაჩივრებას.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე