პროკურატურამ დუშეთის, თიანეთის, მცხეთისა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტებში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე ბრალდება წარუდგინა

პროკურატურამ დუშეთის, თიანეთის, მცხეთისა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტებში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე ბრალდება წარუდგინა

3 საათის წინ
კატეგორიები: სამართალი
პოსტი ნახა: 119

საქართველოს პროკურატურამ დუშეთის, თიანეთის, მცხეთისა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტებში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე ბრალდება წარუდგინა.

როგორც გენერალური პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ბრალდებულმა ქრთამის სახით 400 000 აშშ დოლარის გადაცემა მოთხოვა, საიდანაც ნაწილი 80 000 აშშ დოლარი 5 სექტემბერს აიღო.

„საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ დუშეთის, თიანეთის, მცხეთისა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტებში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე უცხო ქვეყნის მოქალაქეს მიწის ნაკვეთების სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებიდან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების სტატუსზე გადაყვანას შეპირდა, რის სანაცვლოდ, ქრთამის სახით 400 000 აშშ დოლარის გადაცემა მოთხოვა, საიდანაც ნაწილი 80 000 აშშ დოლარი 5 სექტემბერს აიღო.

დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მესამე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე