ულტრამემარჯვენე პარტიის, „ალტერნატივა გერმანიისთვის“ კანდიდატების გარდაცვალება შეთქმულების თეორიებს იწვევს, – ამ სათაურით სტატიას „ევრონიუსი“ აქვეყნებს
როგორც მედია წერს, წინასაარჩევნოდ გერმანიაში სხვადასხვა პარტიის 16 კანდიდატი გარდაიცვალა, მათგან შვიდი „ალტერნატივა გერმანიისთვის“ საარჩევნო სიაში იყო.
პოლიციამ ბოლოდროინდელ გარდაცვალებებთან დაკავშირებით რაიმე სახის დანაშაული გამორიცხა, დაადასტურა, რომ საქმეში ბუნდოვანება არ იკვეთება და ყველა შემთხვევა ბუნებრივი მიზეზებით იყო გამოწვეული.
მედიის ცნობით, მომხდარმა კითხვები მაინც გააჩინა. პარტიის „ალტერნატივა გერმანიისთვის“ ლიდერი ალის ვაიდელი სიკვდილიანობის ასეთ მაჩვენებელს ეჭვქვეშ აყენებს, სტატისტიკურად შეუძლებლად მიიჩნევს და საქმის დეტალურ გამოძიებას ითხოვს. მომხდარს „უცნაურს“ უწოდებს ილონ მასკიც.
ამომრჩევლები 14 სექტემბერს ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიის დასავლეთ მხარეში რაიონულ, მუნიციპალურ და საქალაქო საბჭოებს, ასევე ზოგიერთ მერს აირჩევენ, სადაც დაახლოებით 20 000 კანდიდატი იყრის კენჭს. მომხდარის გამო 427 მუნიციპალიტეტში არჩევნები ჩაიშალა.