პროკურატურამ გორში პოლიციელების მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ფაქტზე ექვსი პირი დააკავა.  ამის შესახებ ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.  უმოკლეს ვადაში ჩატარებული გამოძიების შედეგად მოპოვებულ მტკიცებულებათა საფუძველზე, ბრალდებულები 28 მაისს დააკავეს. მათ ბრალდება კანონით განსაზღვრულ ვადაში წარედგინებათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 5-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

1 საათის წინ
კატეგორიები: RSS სამართალი
პოსტი ნახა: 15

პროკურატურამ გორში პოლიციელების მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ფაქტზე ექვსი პირი დააკავა.

ამის შესახებ ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

"შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოს მიერ, შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციასთან კოორდინაციით ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2026 წლის 27 მაისს, ქალაქ გორში, ბრალდებულებმა დაზარალებულის დაკავებისას, ძალადობით გადაამეტეს სამსახურებრივ უფლებამოსილებას. განხორციელებული ძალადობის შედეგად, არსებითად დაირღვა დაზარალებულის უფლებები, ამასთან დაზიანდა მისი ჯანმრთელობა.

უმოკლეს ვადაში ჩატარებული გამოძიების შედეგად მოპოვებულ მტკიცებულებათა საფუძველზე, ბრალდებულები 28 მაისს დააკავეს. მათ ბრალდება კანონით განსაზღვრულ ვადაში, სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, ჩადენილი ძალადობით) წარედგინებათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 5-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მაღალი საჯარო ინტერესიდან გამომდინარე, საზოგადოებას პერიოდულად მივაწვდით ინფორმაციას გამოძიების მიმდინარეობის შესახებ", - ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე