პროკურატურამ ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის ჯგუფურად, მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის, ტარების და გასაღების ფაქტზე უცხო ქვეყნის ორ მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა

პროკურატურამ ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის ჯგუფურად, მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის, ტარების და გასაღების ფაქტზე უცხო ქვეყნის ორ მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა

5 საათის წინ
კატეგორიები: სამართალი
პოსტი ნახა: 111

პროკურატურის ცნობით, საქართველოს პროკურატურამ ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის ჯგუფურად, მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის, ტარების და გასაღების ფაქტზე თურქეთის რესპუბლიკის ორ მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში, ჯგუფურად, მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინეს, ინახავდნენ და ატარებდნენ ცეცხლსასროლ იარაღს და საბრძოლო მასალას, რაც მიმდინარე წლის 31 ოქტომბერს, ღამის საათებში, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე, 4320 ლარად მიჰყიდეს ერთ პირს. ფულადი თანხა, რომელიც ბრალდებულებმა გაინაწილეს, პოლიციის თანამშრომლებმა ჩხრეკის შედეგად ამოიღეს. ასევე, ამოღებულია მართლსაწინააღმდეგოდ გასაღებული ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა.

სამართალდამცველებმა ბრალდებულები ბათუმში დააკავეს. მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება და გასაღება, ჩადენილი ჯგუფურად), რაც სასჯელის სახედ და ზომად 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, ბათუმის საქალაქო სასამართლომ ორივე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეუფარდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე