პროკურორი განმარტავს, რატომ გაუფორმდა მძიმე დანაშაულისთვის დაკავებულ ბრიტანეთის მოქალაქეს, 19 წლის ბელა მეი კალის საპროცესო შეთანხმება

პროკურორი განმარტავს, რატომ გაუფორმდა მძიმე დანაშაულისთვის დაკავებულ ბრიტანეთის მოქალაქეს, 19 წლის ბელა მეი კალის საპროცესო შეთანხმება

7 საათის წინ
კატეგორიები: სამართალი
პოსტი ნახა: 210

როგორც პროკურორი აღნიშნავს, გადაწყვეტილების მიღებისას პროკურატურამ დაკავებულის ასაკი, აღიარება და მისი ორსულობა გაითვალისწინა.

„ბრალი, რომლის ჩადენაშიც ბრალდებული იმხილებოდა, თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებდა 15-დან 20-წლამდე, ან უვადოდ. მას შემდეგ, რაც ბრალდებულმა აღიარა ჩადენილი დანაშაული, გამოძიებასთან ითანამშრომლა, დაცვის მხარემ განცხადებით მომართა პროკურატურას, მათ ითხოვეს საპროცესო შეთანხმების გაფორმება. ჩვენს მიერ განხილული იქნა აღნიშნული საკითხი, გათვალისწინებული იქნა ბრალდებულის აღიარება, მისი ასაკი და მდგომარეობა. საბოლოოდ მხარეები შეჯერდნენ და საპროცესო შეთანხმება გაფორმდა. ბრალდებულს მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 5 თვითა და 24 დღით, დამატებით სასჯელად დაეკისრა 500 000 ლარი“, - განაცხადა ცალუღელაშვილმა.

კითხვაზე, რას გულისხმობს თანამშრომლობაში, პროკურორი კონკრეტულ პასუხს არ სცემს.

„ჩვენების შინაარსს ვერ გავახმაურებ, თუმცა, მან დაასახელა თავისი კონტაქტები, რასთან დაკავშირებითაც ცალკე გამოყოფილია საქმე და მიმდინარეობს გამოძიება",- აცხადებს პროკურორი.

კითხვაზე, გამოძიება მიმდინარეობს თუ არა იმ პირთა მიმართ, რომლებმაც სავარაუდოდ ნარკოტიკული საშუალებები მსჯავრდებულს საქართველოში გამოატანეს, პროკურორმა დადებითი პასუხი გასცა.

„კი ბატონო, თუმცა, ეს გამოძიების საკითხია. მან აღიარა ჩადენილი დანაშაული, რომ საქართველოში უკანონოდ შემოიტანა ნარკოტიკული საშუალებები... რაც შეეხება მსგავსი კატეგორიის დანაშაულებს, რა თქმა უნდა, სახელმწიფოს, პროკურატურას მკაცრი მიდგომა გვაქვს, თუმცა, საპროცესო შეთანხმებების საკითხი ყოველთვის ინდივიდუალურად წყდება ხოლმე“, - განაცხადა ცალუღელაშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოში ნარკოტიკების შემოტანის საქმეზე დაპატიმრებული 19 წლის ბრიტანეთის მოქალაქე, ორსული ბელა მეი კალი სხდომათა დარბაზიდან გათავისუფლდა.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე