საქართველოში ნარკოტიკების შემოტანის საქმეზე დაპატიმრებული ბრიტანეთის მოქალაქე, 19 წლის მეი კალი თავისუფალია

საქართველოში ნარკოტიკების შემოტანის საქმეზე დაპატიმრებული ბრიტანეთის მოქალაქე, 19 წლის მეი კალი თავისუფალია

03-11-2025 14:58
კატეგორიები: საზოგადოება
პოსტი ნახა: 592

საქართველოში ნარკოტიკების შემოტანის საქმეზე დაპატიმრებული 19 წლის ბრიტანეთის მოქალაქე, ორსული ბელა მეი კალი თავისუფალია. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, გიორგი გელაშვილმა მიიღო.

ბელა მეი კალი საპროცესო შეთანხმების საფუძველზე გათავისუფლდა. თუმცა, ის წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნა დამნაშავედ. მას თავისუფლების აღკვეთა 5 თვისა და 24 დღის ვადით მიესაჯა, თუმცა, დაკავებიდან მას ეს თარიღი მოხდილად ჩაეთვალა.

ბელა მეი კალის დამატებით სასჯელად დაეკისრა ჯარიმა 500 000 ლარის ოდენობით.

ბრალდებულმა ქალმა სასამართლო პროცესზე მოსამართლის კითხვების საპასუხოდ, აღიარებს თუ არა ის დანაშაულს, ან ცნობილია თუ არა მისთვის საპროცესო შეთანხმების სამართლებრივი დეტალები, დადებითი პასუხი გასცა.

წარდგენილი ბრალდების მიხედვით, კალის 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრებოდა.

ბელა კალი ორსულობის 35-ე კვირაზეა.

ბელა მეი კალი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გააჩერეს მას შემდეგ, რაც მის ბარგში 12 კგ (26 ფუნტი) მარიხუანა და 2 კგ (4.4 ფუნტი) ჰაშიში აღმოაჩინეს. კალი ადრე აცხადებდა, რომ ნარკოტიკების შემოტანა წამებით აიძულეს.



მსგავსი სიახლეები

ტელეკომპანია „თრიალეთი“ ორჯერ შეეცადა გორის სამხედრო ჰოსპიტლის პოზიციის გარკვევას გოდერძი ხეჩიკაშვილის ბრალდებებთან დაკავშირებით, თუმცა უწყებამ ორივეჯერ დუმილი არჩია. ჟურნალისტები ჰოსპიტლის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს პირველად 13 ივლისს დაუკავშირდნენ, ხოლო მეორედ - 14 ივლისს, მას შემდეგ, რაც ოჯახმა ახალი განცხადება გააკეთა და დააზუსტა, რომ მკურნალი ექიმის ვინაობა თავდაპირველად ჰოსპიტლის თანამშრომლის მიერ მიწოდებული მცდარი ინფორმაციის გამო შეეშალათ. მიუხედავად „თრიალეთის“ განმეორებითი მცდელობისა, გადაემოწმებინა ინფორმაცია შესაძლო გულგრილობისა და დაწყებული მოკვლევის შესახებ, სამხედრო ჰოსპიტალში კომენტარი არც ამჯერად გააკეთეს

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე