ქალი მეზობლის აივანზე გარდაცვლილი იპოვეს.
დედოფლისწყაროში, თავისუფლების ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი სახლის აივანზე, 60 წელს გადაცილებული ქალი გარდაცვლილი იპოვეს.
ადგილობრივების ინფორმაციით, ის მეზობელი ქალის სახლია, რომელსაც გარდაცვლილი ხშირად სტუმრობდა.
ერთ-ერთი ვერსიით, მხარეებს შორის კონფლიქტი მოხდა, სავარაუდოდ, იმ დროს, როცა ისინი არაფხიზელ მდგომარეობაში იყვნენ.
გარდაცვლილი მათთან მისულმა სხვა პირმა ამოიცნო. ცხედარი ლევან სამხარაულის სახელობის გურჯაანის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროშია გადასვენებული.
ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე 116- ე მუხლით აღიძრა, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.
ქალი მეზობლის აივანზე გარდაცვლილი იპოვეს. დედოფლისწყაროში, თავისუფლების ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი სახლის აივანზე, 60 წელს გადაცილებული ქალი გარდაცვლილი იპოვეს. ადგილობრივების ინფორმაციით, ის მეზობელი ქალის სახლია, რომელსაც გარდაცვლილი ხშირად სტუმრობდა. ერთ-ერთი ვერსიით, მხარეებს შორის კონფლიქტი მოხდა, სავარაუდოდ, იმ დროს, როცა ისინი არაფხიზელ მდგომარეობაში იყვნენ. გარდაცვლილი მათთან მისულმა სხვა პირმა ამოიცნო. ცხედარი ლევან სამხარაულის სახელობის გურჯაანის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროშია გადასვენებული.
პოსტი ნახა: 18
წინა ახალი ამბავი
საქართველოს ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის მაღალი დონის დელეგაცია ეწვევა , - ინფორმაციას ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრესსამსახური ავრცელებს. დელეგაცია საქართველოს 8-10 მარტს ეწვევა და მას ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი, პერე ჟოან პონს სამპიეტრო უხელმძღვანელებს. პრესრელიზის თანახმად, საქართველოში ვიზიტის ფარგლებში დელეგაციის წევრები პოლიტიკური აქტორების ფართო სპექტრსა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდებიან.
შემდეგი ახალი ამბავი
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე ისტორიკოსი და ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, გუბაზ სანიკიძე და თავდაცვის ყოფილი მინისტრი, თინა ხიდაშელი დაიბარეს. როგორც „ინტერპრესნიუსთან“ მათ განაცხადეს, მზად არიან სუს-ის მიერ დაწყებული გამოძიების ფარგლებში კითხვებს უპასუხონ, თუმცა კითხვებზე პასუხის გაცემას მხოლოდ მაგისტრატ მოსამართლესთან აპირებს გუბაზ სანიკიძე. „ჯერ ველოდები მოსამართლის ზარს. კითხვებს, რა თქმა უნდა, მოსამართლის წინაშე ვუპასუხებ“- განაცხადა გუბაზ სანიკიძემ რაც შეეხება თინა ხიდაშელს, მისი თქმით, უწყებაში მისვლას აპირებს. „მისვლას ვაპირებ, ოღონდ ჯერ არ ვიცი, როდისაა“, - აღნიშნა თინა ხიდაშელმა.