სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე ისტორიკოსი და ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, გუბაზ სანიკიძე და თავდაცვის ყოფილი მინისტრი, თინა ხიდაშელი დაიბარეს.  როგორც „ინტერპრესნიუსთან“ მათ განაცხადეს, მზად არიან სუს-ის მიერ დაწყებული გამოძიების ფარგლებში კითხვებს უპასუხონ, თუმცა კითხვებზე პასუხის გაცემას მხოლოდ მაგისტრატ მოსამართლესთან აპირებს გუბაზ სანიკიძე.  „ჯერ ველოდები მოსამართლის ზარს. კითხვებს, რა თქმა უნდა, მოსამართლის წინაშე ვუპასუხებ“- განაცხადა გუბაზ სანიკიძემ  რაც შეეხება თინა ხიდაშელს, მისი თქმით, უწყებაში მისვლას აპირებს.  „მისვლას ვაპირებ, ოღონდ ჯერ არ ვიცი, როდისაა“, - აღნიშნა თინა ხიდაშელმა.

1 საათის წინ
კატეგორიები: RSS პოლიტიკა
პოსტი ნახა: 18

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე ისტორიკოსი და ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, გუბაზ სანიკიძე და თავდაცვის ყოფილი მინისტრი, თინა ხიდაშელი დაიბარეს.

როგორც „ინტერპრესნიუსთან“ მათ განაცხადეს, მზად არიან სუს-ის მიერ დაწყებული გამოძიების ფარგლებში კითხვებს უპასუხონ, თუმცა კითხვებზე პასუხის გაცემას მხოლოდ მაგისტრატ მოსამართლესთან აპირებს გუბაზ სანიკიძე.

„ჯერ ველოდები მოსამართლის ზარს. კითხვებს, რა თქმა უნდა, მოსამართლის წინაშე ვუპასუხებ“- განაცხადა გუბაზ სანიკიძემ

რაც შეეხება თინა ხიდაშელს, მისი თქმით, უწყებაში მისვლას აპირებს.

„მისვლას ვაპირებ, ოღონდ ჯერ არ ვიცი, როდისაა“, - აღნიშნა თინა ხიდაშელმა.

არსებული ინფორმაციით, სუს-ს კითხვები პოლიტიკოსებთან მიმართებით მათი მხრიდან მედიაში გაკეთებული განცხადების საფუძველზე აქვს. პოლიტიკოსების განცხადებები ეხება საქართველოში ირანის გავლენების გაზრდას.

აღნიშნულთან დაკავშირებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა „ინტერპრესნიუსთან“ შემდეგი განმარტება გააკეთა.

„ბოლო დღეების განმავლობაში სხვადასხვა პირის მიერ, საჯაროდ, არაერთი ინფორმაცია გახმოვანდა საქართველოში სხვა ქვეყნების მხრიდან კადრების რეკრუტირების შესახებ და მათ შორის, იყო დადანაშაულება თუ მინიშნებები ტერორიზმის მიმართულებით.

ყურადღებით ვაკვირდებით და ვსწავლობთ როგორც ფაქტობრივი მოცემულობის საწინააღმდეგო ამ განცხადებების შინაარსს, აგრეთვე მათი ავტორების მოტივაციას, დაადანაშაულონ საქართველო მსგავს საკითხებში, განსაკუთრებით რეგიონში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების ფონზე და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ასეთი განცხადებების არცერთ ავტორს სამართალდამცველებისთვის არასდროს არანაირი ინფორმაცია არ მოუწოდებია. დაწყებულია გამოძიება და განცხადებების ავტორებს დაესმებათ კითხვები ყველა მიმართულებით, მათ შორის, საშუალება მიეცემათ გამოძიების ფარგლებში მაინც მიუთითონ რაიმე კონკრეტული ფაქტის შესახებ“- განმარტავს სუსი „ინტერპრესნიუსთან“.

წყარო

ქალი მეზობლის აივანზე გარდაცვლილი იპოვეს.  დედოფლისწყაროში, თავისუფლების ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი სახლის აივანზე, 60 წელს გადაცილებული ქალი გარდაცვლილი იპოვეს.  ადგილობრივების ინფორმაციით, ის მეზობელი ქალის სახლია, რომელსაც გარდაცვლილი ხშირად სტუმრობდა.  ერთ-ერთი ვერსიით, მხარეებს შორის კონფლიქტი მოხდა, სავარაუდოდ, იმ დროს, როცა ისინი არაფხიზელ მდგომარეობაში იყვნენ.  გარდაცვლილი მათთან მისულმა სხვა პირმა ამოიცნო. ცხედარი ლევან სამხარაულის სახელობის გურჯაანის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროშია გადასვენებული.
წინა ახალი ამბავი

შემდეგი ახალი ამბავი
არაბთა გაერთიანებული საამიროების თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, დღეს ირანის მიერ გაშვებული 15 რაკეტა და 119 დრონი ჩამოაგდეს. არაბთა გაერთიანებული საამიროების თავდაცვის უწყებაში განაცხადეს, რომ სულ დღის განმავლობაში ირანმა მათი მიმართულებით 16 რაკეტა და 121 დრონი გაუშვა. მათივე ცნობით, 15 ბალისტიკური რაკეტა საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ჩამოაგდო, ხოლო ერთი რაკეტა ზღვაში ჩავარდა. უწყების განცხადებით, ორი ირანული დრონი ქვეყნის ტერიტორიაზე ჩამოვარდა.

მსგავსი სიახლეები

3 საათის წინ

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე