ქარელთან, ცენტრალურ ავტომაგისტრალზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
არსებული ინფორმაციით, მიკროავტობუსის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა.
შემთხვევის შედეგად ორი მგზავრი დაშავდა.
მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სსკ-ის 276 -ე მუხლით დაიწყო.