„ქართულმა ოცნებამ“ კახა კალაძე თბილისის მერობის კანდიდატად ოფიციალურად წარადგინა. კახა კალაძე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ წარადგინა. ღონისძიება მთაწმინდის პარკში მიმდინარეობს.
ღონისძიებას ასევე ესწრება „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი.
აღსანიშნავია, რომ კახა კალაძე თბილისის მერის არჩევნებში კენჭს მესამედ იყრის.