ქართველმა ჩოგბურთელმა, საბა ფურცელაძემ შარმ ელ შეიხის ტურნირი მოიგო

ქართველმა ჩოგბურთელმა, საბა ფურცელაძემ შარმ ელ შეიხის ტურნირი მოიგო

09-02-2025 17:03
კატეგორიები: სპორტი

ქართველმა ჩოგბურთელმა, საბა ფურცელაძემ ეგვიპტის ქალაქ შარმ ელ შეიხში M15 Sharm Elsheikh-ის ტურნირი მოიგო.

შეჯიბრების ფინალში ქართველმა ჩეხი მარტინ კრუმიჩი 3 სეტში, 6-7, 7-6, 6-3 დაამარცხა. ფურცელაძის მეტოქე მსოფლიოს მამაკაც ჩოგბურთელთა რეიტინგში 556-ე ადგილზეა.

ქართველი ჩოგბურთელი ამ მომენტისთვის კლასიფიკაციაში 455-ე პოზიციას იკავებს. ჩემპიონის ტიტულისკენ მიმავალ გზაზე საბა ფურცელაძემ ორი რუსი, ერთი ავსტრიელი და ერთი რუმინელი მეტოქე დაამარცხა.

პოსტი ნახა: 979


მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე