„ვივამედის“ დირექტორი - მზია ამაღლობელის მდგომარეობა იგივე რჩება - უტარდება დამატებითი ლაბორატორიული კვლევები

„ვივამედის“ დირექტორი - მზია ამაღლობელის მდგომარეობა იგივე რჩება - უტარდება დამატებითი ლაბორატორიული კვლევები

09-02-2025 16:24
კატეგორიები: საზოგადოება
პოსტი ნახა: 994

კლინიკა „ვივამედის“ კლინიკური დირექტორის, ზურაბ ჩხაიძის განცხადებით, „ბათუმელების“ და „ნეტგაზეთის” დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობა იგივე რჩება და განმეორებითი ლაბორატორიული კვლევები უტარდება.

როგორც ჩხაიძემ აღნიშნა, მზია ამაღლობელი ექიმების მიერ გაცემულ რეკომენდაციებს ითვალისწინებს.

„მზია ამაღლობელის [ჯანმრთელობის] მდგომარეობა იგივე რჩება. სასიცოცხლო პარამეტრები ნორმის ფარგლებში რჩება, მზია ამაღლობელი სამედიცინო მონიტორინგის ქვეშ იმყოფება. ის ასრულებს რეკომენდაციებს, რაც ექიმების მიერ გაცემულია. მას ასევე უტარდება დამატებითი, განმეორებითი ლაბორატორიული კვლევები“, - განაცხადა ჩხაიძემ.

ცნობისთვის, სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან მზია ამაღლობელი კლინიკა „ვივამედში“ თავდაპირველად სამედიცინო კვლევების ჩატარების მიზნით გადაიყვანეს. მზია ამაღლობელი უკვე 29-ე დღეა შიმშილობს.



მსგავსი სიახლეები

ტელეკომპანია „თრიალეთი“ ორჯერ შეეცადა გორის სამხედრო ჰოსპიტლის პოზიციის გარკვევას გოდერძი ხეჩიკაშვილის ბრალდებებთან დაკავშირებით, თუმცა უწყებამ ორივეჯერ დუმილი არჩია. ჟურნალისტები ჰოსპიტლის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს პირველად 13 ივლისს დაუკავშირდნენ, ხოლო მეორედ - 14 ივლისს, მას შემდეგ, რაც ოჯახმა ახალი განცხადება გააკეთა და დააზუსტა, რომ მკურნალი ექიმის ვინაობა თავდაპირველად ჰოსპიტლის თანამშრომლის მიერ მიწოდებული მცდარი ინფორმაციის გამო შეეშალათ. მიუხედავად „თრიალეთის“ განმეორებითი მცდელობისა, გადაემოწმებინა ინფორმაცია შესაძლო გულგრილობისა და დაწყებული მოკვლევის შესახებ, სამხედრო ჰოსპიტალში კომენტარი არც ამჯერად გააკეთეს

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე