"ა-სტუდიოს" ვოკალისტი, სამი შვილის დედა და მრავალი თაყვანისმცემლისთვის სტილის ხატი, ქეთა თოფურია სერიოზული დაავადების ზღვარზე აღმოჩნდა, რომლის შესახებაც იშვიათად საუბრობენ ღიად. ამის შესახებ რუსული მედია წერს.
საუბარია შესაძლო მასტიტის განვითარებაზე - საშიშ ანთებით პროცესზე, რომელიც დაკავშირებულია ძუძუთი კვებასთან.ცნობილმა მომღერალმა მედიასთან ისაუბრა, რომ მესამე მშობიარობის შემდეგ დადგა არჩევანის წინაშე, როდესაც უმჯობესი იყო უარი ეთქვა ახალშობილი ქალიშვილის ძუძუთი კვებაზე. მიზეზი რძის სიჭარბე და სარძევე არხების რთული მდგომარეობა გახდა. როგორც მომღერალმა აღნიშნა, ეს იყო წინა მასტიტური მდგომარეობა, რომელიც სათანადო მკურნალობის არარსებობის შემთხვევაში შეიძლება სწრაფად გადაიზარდოს მწვავე ანთებით სტადიაში.
პირველი ორი ორსულობისგან განსხვავებით, როდესაც ქეთა მშვიდად უმკლავდებოდა ახალგაზრდა დედის როლს, მესამე გამოცდილება გაცილებით რთული აღმოჩნდა. მასტიტი ხომ რთული დაავადებაა და, როგორც თავად ვარსკვლავმა აღიარა, არაპროგნოზირებადი: მისი წინასწარ განსაზღვრა შეუძლებელია იმ მომენტამდე, სანამ ორგანიზმი სიგნალს არ მოგცემს.
"სინამდვილეში, ამის წინასწარ განსაზღვრა საკმაოდ რთულია და შეუძლებელია იმის გაგება, ყველაფერი რიგზეა თუ არა, სანამ უშუალოდ კვების პროცესში არ აღმოჩნდები“, - განაცხადა შემსრულებელმა ინტერვიუში.
მომღერალმა თავშეკავებულად ისაუბრა დეტალებზე. ქეთას თქმით, "გოგონებს ჯობია არ შეეშინდეთ". თუმცა, ამ მსუბუქი ფორმულირების მიღმა რეალური საფრთხე იმალება, რომელსაც ბევრი დედა აწყდება, მაგრამ ცოტა თუ ბედავს ამაზე საჯაროდ საუბარს - აღნიშნავს მედია.
ამჟამად ქეთა თოფურია ოჯახზეა კონცენტრირებული. სამი შვილი, სხვადასხვა ასაკის, სხვადასხვა საჭიროებებითა და ხასიათით, მისგან სრულ ჩართულობას მოითხოვს. ოლივია (2015 წ.), უფროსი ქალიშვილი, უკვე იზრდება. უმცროსი ვაჟი, ადამი (2021 წ.), ასევე აქტიურია, ხოლო პატარა ნიკოლი (2024 წ.) ახლა იწყებს სამყაროს გაცნობას.