ქობულეთში, სოფელ ბობოყვათში მოსახლეობამ საპროტესტო აქცია გამართა.  როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, სოფელში არსებულ მიწის ნაკვეთებზე რიგი საინვესტიციო პროექტი უნდა განხორციელებულიყო, თუმცა ინვესტორმა ვალდებულებები არ შეასრულა. მოსახლეობა აღნიშნულ საკითხზე ხელისუფლებისგან განმარტებას ითხოვს.  მიწის ნაკვეთები ჯერ კიდევ 2006 წელს გადაეცა კომპანია Silk Road Group-ს..

1 საათის წინ
პოსტი ნახა: 22

ქობულეთში, სოფელ ბობოყვათში მოსახლეობამ საპროტესტო აქცია გამართა.

როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, სოფელში არსებულ მიწის ნაკვეთებზე რიგი საინვესტიციო პროექტი უნდა განხორციელებულიყო, თუმცა ინვესტორმა ვალდებულებები არ შეასრულა. მოსახლეობა აღნიშნულ საკითხზე ხელისუფლებისგან განმარტებას ითხოვს.

აქციის მონაწილეების განცხადებით, აღნიშნული მიწის ნაკვეთები ჯერ კიდევ 2006 წელს გადაეცა კომპანია Silk Road Group-ს, რომელსაც ტერიტორიების განვითარება უნდა უზრუნველეყო.

მოსახლეობა მიუთითებს, რომ მსგავსი მდგომარეობაა აჭარის სანაპირო ზოლის სხვა ტერიტორიებზეც, რომლებიც იმავე ჯგუფის მფლობელობაშია.

„მოქალაქეები სვამენ კონკრეტულ კითხვებს: რატომ არ იქნა მოთხოვნილი ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულება? ამოქმედდა თუ არა სანქციები ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში? განიხილავს თუ არა სახელმწიფო ხელშეკრულების გადახედვას ან შეწყვეტას? შესაძლებელია თუ არა მიწების სახელმწიფოს საკუთრებაში დაბრუნება, თუ დარღვევები დადასტურდება?

მოსახლეობის პოზიციით, თუ ინვესტორმა ვერ ან არ შეასრულა ნაკისრი ვალდებულებები, სახელმწიფომ უნდა გამოიყენოს კანონით გათვალისწინებული მექანიზმები - მათ შორის ხელშეკრულების შეწყვეტა და ქონების დაბრუნების პროცედურა.

ისტორიული საკუთრების საკითხი კვლავ მოუგვარებელია და სახელმწიფო ვალდებულია სამართლიანად დაასრულოს წარსულში დაწყებული პროცესები.

კონკრეტული პასუხების არარსებობის შემთხვევაში პროტესტი გაგრძელდება და შესაძლოა მიიღოს დამატებითი სამართლებრივი ფორმებიც.

სოფელ ბობოყვათის მიწების საკითხი კვლავ ღიად რჩება. ადგილობრივები სახელმწიფოსგან არა დაპირებებს, არამედ ქმედით გადაწყვეტილებებს ელოდებიან”,- აცხადებს უფლებადამცველი თამაზ ბაკურიძე.

რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია განახლდა.  პარლამენტთან შეკრებილებს შეუერთდნენ ფილარმონიიდან გამართული მარშის მონაწილეები.  საკანონმდებლო ორგანოსთან მისვლის შემდეგ, აქციის მონაწილეებმა გზის სავალი ნაწილის ნახევარი დაიკავეს, თუმცა მათ საპატრულო პოლიციამ გზის გათავისუფლებისკენ მოუწოდეს.
წინა ახალი ამბავი

შემდეგი ახალი ამბავი
ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის საქმის პროკურორის გიორგი შაიშმელაშვილის განცხადებით, მკვლელობის ორგანიზებაში ბრალდებულ ბესარიონ (ბუსა) ჟვანიას, საქართველოს სახელმწიფო საზღვარი ოფიციალურად გადაკვეთილი არ აქვს. პროკურორის თქმით, მისთვის უცნობია, თუ სად იმყოფება, ბრალდებული ბუსა ჟვანია. ,,ბუსა ჟვანია ქვეყნიდან არ არის გასული ოფიციალურად და მე არ ვიცი, სად არის”,- განაცხადა პროკურორმა.

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე