ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან 2026 წლის 12 იანვრიდან ბრატისლავაში პირდაპირი რეისები შესრულდება

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან 2026 წლის 12 იანვრიდან ბრატისლავაში პირდაპირი რეისები შესრულდება

21-11-2025 19:46
კატეგორიები: საზოგადოება RSS
პოსტი ნახა: 576

2026 წლის 12 იანვრიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს ახალი ევროპული მიმართულება ემატება და მგზავრებს საშუალება ექნებათ, სლოვაკეთის დედაქალაქ ბრატისლავაში პირდაპირი რეისით იმგზავრონ, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს.

მათივე ცნობით, ევროპის ეკოლოგიურად ყველაზე მდგრადი ავიაკომპანია Wizz Air-ი ბრატისლავა-ქუთაისი-ბრატისლავის მიმართულებაზე ოპერირებას კვირაში ოთხჯერ: ორშაბათს, ოთხშაბათს, პარასკევსა და კვირას განახორციელებს და ფრენები თანამედროვე Airbus A321neo ტიპის საჰაერო ხომალდით შესრულდება.

„ახალი მიმართულების დამატება შესაძლებელი გახდა საქართველოს აეროპორტების გაერთიანებასა და Wizz Air-ს შორის ინტენსიური და წარმატებული მოლაპარაკებების შედეგად. ავიაბილეთების შეძენა ავიაკომპანიის ოფიციალურ ვებგვერდზე უკვე შესაძლებელია.

ბრატისლავა ცენტრალურ ევროპაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ჰაბია, რომელიც ვენასა და ბუდაპეშტთან უმოკლეს დისტანციაზე მდებარეობს. ამის გამო ახალმა მიმართულებამ ქართველი მოგზაურებისთვის, შეიძლება, დამატებითი კულტურული და ტურისტული შესაძლებლობები შექმნას როგორც დასვენებისთვის, ისე მრავალმხრივი ევროპული აღმოჩენებისთვის.

Wizz Air-ი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან 12 ქვეყნის 23 მიმართულებით ოპერირებს. მათ შორის, ზაფხულში დამატებული ლიონის მიმართულებით. ხოლო 2 დეკემბრიდან ავიაკომპანია პირდაპირ ფრენებს ვენეციის მიმართულებითაც იწყებს. 2012 წელს, საქართველოს ბაზარზე ოპერირების დაწყებიდან დღემდე Wizz Air-მა საქართველოდან და პირიქით თითქმის 9 მილიონი მგზავრი გადაიყვანა“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.



მსგავსი სიახლეები

ტელეკომპანია „თრიალეთი“ ორჯერ შეეცადა გორის სამხედრო ჰოსპიტლის პოზიციის გარკვევას გოდერძი ხეჩიკაშვილის ბრალდებებთან დაკავშირებით, თუმცა უწყებამ ორივეჯერ დუმილი არჩია. ჟურნალისტები ჰოსპიტლის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს პირველად 13 ივლისს დაუკავშირდნენ, ხოლო მეორედ - 14 ივლისს, მას შემდეგ, რაც ოჯახმა ახალი განცხადება გააკეთა და დააზუსტა, რომ მკურნალი ექიმის ვინაობა თავდაპირველად ჰოსპიტლის თანამშრომლის მიერ მიწოდებული მცდარი ინფორმაციის გამო შეეშალათ. მიუხედავად „თრიალეთის“ განმეორებითი მცდელობისა, გადაემოწმებინა ინფორმაცია შესაძლო გულგრილობისა და დაწყებული მოკვლევის შესახებ, სამხედრო ჰოსპიტალში კომენტარი არც ამჯერად გააკეთეს

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე