დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ უკრაინისთვის აშშ-ის მიერ შეთავაზებულ „სამშვიდობო გეგმაზე“ დასათანხმებლად 27 ნოემბერი სწორი ვადაა

დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ უკრაინისთვის აშშ-ის მიერ შეთავაზებულ „სამშვიდობო გეგმაზე“ დასათანხმებლად 27 ნოემბერი სწორი ვადაა

21 წუთის წინ
კატეგორიები: მსოფლიო
პოსტი ნახა: 7

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უკრაინას აშშ-ის მიერ შეთავაზებულ „სამშვიდობო გეგმაზე“ დასათანხმებლად დრო 27 ნოემბრამდე მისცა.

„ფოქს ნიუსის“ პოდკასტის წამყვანმა ტრამპს ჰკითხა, იყო თუ არა მომდევნო ხუთშაბათი ბოლო ვადა, როდესაც უკრაინამ უნდა მიიღოს ამერიკული „სამშვიდობო გეგმა“.

„მე ბევრი ვადა მქონდა, მაგრამ თუ ყველაფერი კარგად წავიდა, ისინი, როგორც წესი, გრძელდება. თუმცა, ჩვენი აზრით, ხუთშაბათი სწორი ვადაა“, – უპასუხა ტრამპმა.

ამერიკის პრეზიდენტმა უარყო წამყვანის შეშფოთება „სამშვიდობო გეგმასთან“, კერძოდ, რუსეთისთვის ტერიტორიის დათმობის აუცილებლობასთან დაკავშირებით.

„ისინი უკვე კარგავენ მიწას. გასულ თვეს მათ (უკრაინამ და რუსეთმა – რედ.) ჯამში 25 000 ადამიანი დაკარგეს. 25 000 ადამიანი. ეს კონტროლიდან გამოვიდა. ეს სასაკლაოა“, – აღნიშნა ტრამპმა.

შეშფოთებასთან დაკავშირებით, რომ რუსეთმა შესაძლოა, მომავალში საფრთხე შეუქმნას ბალტიისპირეთს ან ევროპის სხვა ნაწილებს, ტრამპმა აღნიშნა, რომ „მათ [რუსეთს] შეაჩერებენ“.

„ისინი არ ეძებენ მეტ ომს“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე