უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ სატელეფონო საუბარი გამართა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსთან.
ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
წყაროს ცნობით, ზელენსკისა და ვენსს შორის სატელეფონო საუბარი პარასკევს, 21 ნოემბერს, შედგა და ნახევარ საათს გაგრძელდა. საუბრის დეტალები წყაროს არ გაუმხელია.